11 წ. ბიჭს ამოსდის კბილები (ეშვები და შემდგომი თუ... | სტომატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სტომატოლოგია

კატეგორია - სტომატოლოგია

07-10-2010

- 11 წ. ბიჭს ამოსდის კბილები (ეშვები და შემდგომი თუ არ ვცდები მე-4) ისე, რომ ძველები არ მოსცვლია. ასე ვთქვათ, ეს სტილი ახასიათებს. კბილების ამისვლისას, ძველები კიდევ დიდხანს აქვს (ხუმრობით ნიანგს ვეძახით). პირველად რომ შეგვექმნა ეს პრობლემა, ქირურგს მივმართეთ და ამოვიღეთ. დიდი სტრესი მიიღო, ტკივილს ვერ ითმენს. გული წაუვიდა. ამიტომ ქირურგთან ვერ მივდივართ. მაინტერესებს, ეს არანორმალური პროცესი თუ მეტყველებს ორგანიზმის რაიმე პრობლემაზე? მაგ. კალციუმის ნაკლებობაზე ან სიჭარბეზე. ზოგადად, ბავშვს კარიესული კბილები აქვს, პირველი კბილი 5 თვეზე ამოსჭრა.

პასუხი
პასუხობს: ელიტა მედის ექიმი-სტომატოლოგი ლია ქურჩიშვილი

- როგორც მივხვდი, თქვენს ბავშვს აქვს სარძევე კბილების მუდმივ კბილებზე შეცვლის პერიოდი, მაგრამ სარძევე კბილების ფესვები ვერ ასწრებენ ბოლომდე გაწოვას, მუდმივი კბილები კი ისწრაფიან ამოსვლას, მათი ადგილი კი ჯერ არ არის თავისუფალი სარძევე კბილების გამო და ამიტომ ისინი იცვლიან ადგილს. ასეთი შემთხვევები ხშირია და ეს არ არის პათოლოგია. მაგრამ უნდა მოხდეს დროული სარძევე კბილების ექსტრაქცია. სამწუხაროდ, ქირურგთან ცუდი გამოცდილება გაქვთ და ბავშვს შიში გაუჩნდა ამის გამო. მე გირჩევდით, დაარწმუნოთ ბავშვი და მიმართოთ ექიმს, რადგანაც დღესდღეობით არსებობს გასაყუჩებელი საშუალებები აეროზოლების და სპეციალური გელების სახით, და გაუტკივარების პრობლემა ადვილად იხსნება! რაც შეეხება კარიესებს მუდმივ კბილებზე, ეს კალციუმის ნაკლებობის და კიდევ სხვა ბევრი ფაქტორების შედეგია (გენეტიკური ფაქტორები, ორსულობის პერიოდის დროს გამოწვეული რაიმე დარღვევების შედეგად, არასწორი კვება, ცუდი ჰიგიენა და ასე შემდეგ), აუცილებლად მიაქციეთ ყურადგება და დროულად მიმართეთ სპეციალისტს, რათა მოხდეს კარიესების დროული მკურნალობა!
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად