ვარ 26 წლის ქალიშვილი. ბავშვობაში (6-7 წლის ასაკშ... | რევმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რევმატოლოგია

კატეგორია - რევმატოლოგია

07-10-2010

- ვარ 26 წლის ქალიშვილი. ბავშვობაში (6-7 წლის ასაკში) ცალ ფეხში მგრძნობელობა წამერთვა 2 დღის განმავლობაში. ბავშვთა პედიატრს უთქვამს, რომ რევმატიული ბავშვი ვარ და მესაჭიროებოდა მარილოვანი აბაზანები. რამოდენიმე წელია, მარცხენა მუხლი მოხრის და გაშლის შემთხვევაში მუდმივად ტკაცუნებს. ერთი წლის უკან გადატვირთული სამუშაო რეჟიმი მქონდა. მუდმივად ვმოძრაობდი, მთელი დღე ფეხზე ვიდექი, საღამოს კი ვამჩნევდი, რომ ფეხების ქვედა კიდურებზე მკვეთრად დამეტყო ლურჯად ვენები, ზედაზე კი უამრავი კაპილარები (იასამნის ფერად). ბოლო ერთი კვირაა რაც შევამჩნიე, რომ ქვედა კიდურზე პატარა მონაკვეთზე ვენა არის უმნიშვნელოდ გამობერილი (გარდა ამისა, იშვიათად მაგრამ იდაყვს ქვემოთ ხელებში მგრძნობელობა მეკარგება და მიცივდება, განსაკუთრებით თუ რამეს ვნერვიულობ). არის თუ არა ეს სამი სიმპტომი (რევმატიულობა, ვენები და ხელების დაბრუჟება) ერთმანეთთან დაკავშირებული. როგორ ვიმკურნალო სახლის პირობებში ან კიდევ როგორი ფიზიკური დატვირთვა არის საჭირო (ვგულისხმობ ვარჯიშს). გენეტიკურობას რაც შეეხება, ბებო არის რევმატიული და აქვს კიდურებზე ვენების გაგანიერება (თვითონ ამბობს, რომ ეს შეძენილია ანუ ტრამვების შედეგია). იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ რამე?

პასუხი
- სამწუხაროდ, პაციენტები ძალიან ხშირად უადგილოდ იყენებენ ტერმინს “რევმატიული” და ამ სიტყვით აღნიშნავენ სახსრის ნებისმიერ ტკივილს. რევმატიზმი რომ გქონოდათ, ის აუცილებლად დატოვებდა რაიმე კვალს გულზე, სავარაუდოა, რომ თქვენ უბრაოდ სახსრების ტკივილი გქონდათ. ეს ხშირი ჩივილია ბავშვებში ზრდის პროცესში. ზემო კიდურების (ხელების) დაბუჟება უხშირესად დაკავშირებულია სისხლძარღვების სპაზმურ შევიწროებასთან. შესაძლია ამ სპაზმს შემდგომში მოსდევდეს სისხლძარღვების გაფართოება, რაც იწვევს ზემო კიდურებზე მოლურჯო შეფერილობას. თქვენს მიერ დახასელებული სამი პათოლოგიის კავშირი ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ რაკი ერთხელ მაინც გამოითქვა ეჭვი რევმატიული დაავადების შესახებ, მაინც გირჩევთ მიმართოთ საკონსულტაციოდ რევმატოლოგს.
კითხვას პასუხობს კლინიკა ჰეალაინის ექიმი რევმატოლოგი - თამარ გოგილაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად