ვარ ერთი თვის გათხოვილი. ძალიან მინდა, რომ მალე დ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

05-10-2010

- ვარ ერთი თვის გათხოვილი. ძალიან მინდა, რომ მალე დავორსულდე. ციკლი მაქვს ძალიან მოწესრიგებული, ყოველი თვის 3 რიცხვში მეწყება და 7-ში მიმთავრდება. მაინტერესებს, რომელი რიცხვებია ჩასახვისთვის ყველაზე ხელსაყრელი და კიდევ რა შეიძლება გავაკეთო, რომ ხელი შევუწყო დაფეხმძიმებას?

პასუხი
- დაორსულების ალბათობა ყველაზე დიდია ოვულაციის პერიოდში. ოვულაციის დადგენა ყველაზე ზუსტად ექოსკოპიური კვლევით ან საოვულაციო ტესტით არის შესაძლებელი.
ოვულაცია საკვერცხიდან კვერცხუჯრედის საშვილოსნოში გადმოსვლის პროცესია. ეს მომენტი დაახლოებით ორ მენსტრუაციას შორის შუა პერიოდს ემთხვევა. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ორსულობის განვითარება მოსალოდნელია არა მხოლოდ იმ დღეს, როცა ოვულაცია მოხდა, არამედ მაშინაც, თუ სქესობრივი ურთიერთობა გქონდათ ოვულაციამდე სამი დღით ადრე (რადგანაც სპერმატოზოიდები განაყოფიერების უნარს სამი დღის განმავლობაში ინარჩუნებენ), ან ოვულაციიდან მეორე-მესამე დღეს (რადგან საშვილოსნოში გადმოსული კვერცხუჯრედიც ასევე 2-3 დღეა განაყოფიერების უნარიანი). თუმცა ოვულაციის ზუსტი დღის განსაზღვრა ზეპირად შეუძლებელია - მხოლოდ მიახლოებით შეიძლება ვივარაუდოთ ეს თარიღი. მაგალითად, თუ 28 დღიანი ციკლი გაქვთ, მაშინ ოვულაციის მოსალოდნელი დღეებია მენსტრუაციის მოსვლიდან მე-12 -მე-17დღეებს შორის პერიოდი. თუ ამას დავუმატებთ იმ სამ-სამ დღეს (ოვულაციამდე და ოვულაციის შემდეგ), გამოდის, რომ განყოფიერებისთვის მოსალოდნელი პერიოდია მენსტუაციის მოსვლიდან მე-9 - მე-20 დღეები.  
ცნობისათვის გეტყვით, რომ თუ ერთ წლის განმავლობაში წყვილის რეგულარული და დაუცველი სქესობრივი კავშირის მიუხედავად არ დგება ორსულობა, მაშინ ქალმა უნდა მიმართოს გინეკოლოგს, მამაკაცმა კი ანდროლოგს. თქვენ კი მხოლოდ ერთ თვის გათხოვილი ბრძანდებით. გირჩევთ დამშვიდდეთ. სიმშვიდით და ჯანსაღი ცხოვრების წესით შეუწყობთ ხელს ორსულობას.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად