რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- 3 თვეა, რაც მაქვს ბულიმია. ვარ 17 წლის, 5 წელია, რაც ციკლი მომივიდა. 5 აგვისტოს უნდა მომსვლოდა და არ მომივიდა და რაიმე კავშირშია ბულიმიასთან?
პასუხი
- საინტერესოა, თქვენ რას გლისხმობთ ბულიმიაში, იმას რომ გაქვთ გაძლიერებული მადა და ბავრს ჭამთ, თუ ამის პარალელურად ყველანაიად ცდილობთ ჭარბად მიღებული საკვები არ შეგერგოთ? თუ ასეა, მაშინ გეტყვით, რომ მკაცრი დიეტები (ორგანიზმისთვის საკვების მიუწოდებლობა), არც თუ იშვიათად, მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ქალს ჰქონდეს მეტ-ნაკლებად (3 დღიანი გადახრები) ერთნაირი ხანგრძლივობის მენსტრუალური ცილი. შესაძლებელია შეკავება 10-14 დღითაც კი მოხდეს, მაგალითად სტრესის დროს. თუ ეს ერთჯერადი ხასიათისაა, არ მოითხოვს ექიმის ჩარევას. მაგრამ თუ ხშირია, ან მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა ხანგრძლივია, მაშინ აუცილებელია ექიმი-გინეკოლოგის ჩარევა. გირჩევთ, ბულიმიაზე ინფორმაცია წაიკითხოთ ჩვენს საიტზე (ენციკლოპედიების რუბრიკაში-სამედიცინო ენციკლოპედია -ასო-ბგერა-ბ-ზე-"ბულიმია" და მარიკა დვალის სტატია "ბულიმია და ანორექსია".
კალორიებს ვითვლიდი დაახლოებით 4 თვე. შემიწყდა ციკლი 3 თვე არ მქონია, გადავიღე ეხო არაფერი არ მჭირს არც კისტა არაფერი, მაგრამ ახლა დავიწყე კატასტროფული ჭამა, ვერ ვნაყრდები, ვიცი რომ ამდენი საკვები არ მჭირდება, მაგრამ სულ ვჭამ. მირჩიეთ რაიმე, ვის მივმართო?