- მეუხერხულება, მაგრამ მინდა თქვენი აზრი გავიგო. ორსულობისას ქმართან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ არა საშოდან, ალბათ გასაგებია... ექიმმა მითხრა, რომ ოდნავი მოფერებითაც ორსულობის დროს საშვილოსნო იკუმშება და ამან შეიძლება ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოსო. რამდენად შეესაბამება რეალურობას? ვინაიდან ორივე ძალიან ტემპერამენტიანები ვართ, 9 თვე სექსის გარეშე ნამდვილად ვერ გავძლებთ. გასაგებია, რომ პირველი 2 თვე და ბოლო 2 არ შეიძლება, მაგრამ ჯერ ქალი ვერ ვითმენ და კაცმა რა ქნას? ვუბიძგო რომ სხვასთან მიღალატოს? არც იკადრებს, მაგრამ ხომ ვიცი, რომ ძნელია. არ ვარ იმ კატეგორიის ქალი, მიღალატოს და ვაპატიო ზოგი ქალივით ოჯახის შენარჩუნებისთვის, თორემ ქალმა თუ გაიწია, ღალატი კი არა, უარესსაც შეძლებს. ამდენად სექსის აკრძალვა ორსულობისას არა მგონია სწორი იყოს. ქალს საკმარისად აქვს საწვალებელი და არცერთი მამაკაცი არ ღირს პატიებად. პირველი ორსულობა მომეშალა 6 თვისას, ურთიერთობა სისტემატიურად გვქონდა, მაგრამ ეგ ნამდვილად არ იყო სექსის ბრალი. შვილის ყოლა გასაგებია, უპირველესია, მაგრამ მსხვერპლშეწირვა ნამდვილად წარმოუდგენელი. ქალი ისედაც იმდენ წვალებას ხედავს და კიდე ... ზოგი მეუღლე გაგიგებს, ზოგი ვერა. ჩემს შემთხვევაში ურთიერთობა გვქონდა, სხვამ რა უნდა ქნას? ისედაც კაცი ასჯერ ღალატობს ცოლს და ცოლმა არც იცის, ისე მოკვდება. მე ნამდვილად არ გავაჩენ მეტჯერ, თუნდაც გამეყაროს ამის გამო, საკმაოდ ვიწვნიე. არცერთი კაცი არ ღირს შვილი გაუჩინო. ქალები კი რამდენი დაბრიყვებულები არიან, მეცოდება ვინც ბრმად ცხოვრობს ქმართან.
- თქვენი საუბრიდან მხოლოდ ის გავიგეთ, თითქოს თქვენ თავად უკეთ იცით, შეიძლება თუ არა ორსულობის დროს სქესობრივი კავშირი და სულაც არ აპირებთ ექიმის რეკომენდაციის შესრულებას. ამასთან, თქვენთვის სულაც არ არის მნიშვნელოვანი, რა ბედი ეწევა თქვენს შვილს – მთავარი მხოლოდ თქვენი ვნების დაკმაყოფილებაა. ალბათ დროული იქნება შეგახსენოთ, რომ ადამიანს სექსუალური ლტოლვა იმისთვის ებოძა, რომ შვილიერების ფუნქციის განხორციელება შეძლოს.
სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავებაა რეკომენდირებული ორსულობის პირველი და ბოლო 2 თვის განმავლობაში! დანარჩენ პერიოდში გინეკოლოგმა უნდა შეაფასოს ორსულობის მიმდინარეობა და განსაზღვროს, თუ რამდენად უსაფრთხოა სქესობრივი ურთიერთობა (ნებისმიერი სახის სქესობრივი ურთიერთობა იგულისხმება) ნაყოფისთვის. რადგან თქვენს შემთხვევაში მუცლის მოშლას ჰქონდა ადგილი, მით უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. სხვათა შორის, მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ როგორი სახის სექსუალური ურთიერთობა გექნებათ, რადგან ამ ურთიერთობის დასრულებისას ვითარდება ორგაზმი, რასაც თან ახლავს საშვილოსნოს კუნთების საკმაოდ ძლიერი რიტმული შეკუმშვა და იქმნება ნაყოფის გამოძევების რისკი.
ორსულმა და მისმა მეუღლემ ყველაფერი უნდა გააკეთონ ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის და ნაყოფის (შვილის) უსაფრთხოებისთვის. ეს ორსულის და მისი მეუღლის უპირველესი მოვალეობაა. გონიერი არსების ქცევა არ იქნებოდა ის, რომ საკუთარი ვნების დაკმაყოფილებას გადააყოლოთ შვილის სიცოცხლე. გადაწყვეტილებას თქვენ მაგივრად ვერავინ მიიღებს, თქვენ უნდა გაიაზროთ ყველაფერი და გონივრული გადაწყვეტილება მიიღოთ.
დაბოლოს, ამ ცხოვრებაში ქალსაც და (არა ნაკლები, მეტი თუ არა) კაცსაც ბევრი საზრუნავი და წვალება ხვდება, მაგრამ ცხოვრებაში ბევრია სიხარულიც და ბედნიერებაც. ენით აუწერელია დედაშვილური ურთიერთობით მიღებული სითბო და სიყვარული.
გისურვებთ მშვიდობიან ორსულობასა და მშობიარობას!
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66