მინდა ჩემზე მოგიყვეთ. ვარ 20 წლის, 18 წლის ვიყავი... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

18-09-2010

- მინდა ჩემზე მოგიყვეთ. ვარ 20 წლის, 18 წლის ვიყავი, როდესაც გავთხოვდი, წელიწადნახევარი ვერ ვორსულდებოდი, გამოკვლევები არ ჩამიტარებია და უცებ დავრჩი ფეხმდზიმედ. ორსულობის პირველ კვირას სისხლიანი გამონადენი მქონდა ძალიან ცოტა, მაგრამ მერე ყველაფერი მოგვარდა, არც გულისრევა მაწუხებდა, არც სუნებზე მქონდა გართულება, ასე მივედი 4 თვემდე, შემდეგ შემომთავაზეს ალფა ფეტო პროტეინის ანალიზი, რაც ჩავიტარე და ნორმა რომ იყო 33 მე 105 აღმომაჩნდა. სასწრაფოდ ეხო გადავიღე, სადაც ბავშვს მრავლობითი სიმახინჯე აღმოაჩნდა, მგლის სასა, კურდღლის ტუჩი, და ხელებზე 6 თითი. ეს რომ გავიგე, დიდი ფიქრის და ნერვიულობის შემდეგ გადავწყვიტე ორსულობა შემეჩერებინა, ასეც მოვიქეცი. ორსულობა შემიჩერეს და გამომფხიკეს. ამის შემდეგ ანალიზები ავიღე ვირუსებზე და ჰერპესი აღმომაჩნდა, რაზეც მეც და ჩემმა მეუღლემაც მკურნალობის სრული კურსი ჩავიტარეთ. ამ ამბის შემდეგ 4 თვე გავიდა. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ჩემი დაფეხმძიმება და საერთოდ, შევძლებ თუ არა დაფეხმძიმებას? ამბობენ, პირველი ორსულობის შეწყვეტა, თან გამოფხეკვა უშვილობას იწვევსო, მითუმეტეს, ჩემი ნაყოფი უკვე საკმაოდ დიდი იყო.

პასუხი
- აბორტს ახლავს ხოლმე ისეთი გართულებები, რაც უშვილობის მიზეზი ხდება. აბორტიდან 6 თვის განმავლობაში არ არის ორსულობა რეკომენდებული. ორსულობის დაგეგმვამდე ჩაიტარეთ სრულფასოვანი გამოკვლევა გინეკოლოგთან.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად