რამდენიმე წლის წინ, ასე 5-6 წლის წინ აღმომაჩნდა ფ... | ენდოკრინოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ენდოკრინოლოგია

კატეგორია - ენდოკრინოლოგია

16-09-2010

- რამდენიმე წლის წინ, ასე 5-6 წლის წინ აღმომაჩნდა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა. ვინაიდან ზუსტად არ ვიცი მაშინდელი დიაგნოზი, დავწერ იმ მედიკამენტებს, რომელიც მკურნალმა ექიმმა დამინიშნა. ეს იყო ეუთიროქსი და ლამინარია. წონა მქონდა მშვენიერ მდგომარეობაში. რაღაც თვენახევრიანი მკურნალობის მერე ძალიან მოვიმატე წონაში ამ მედიკამენტების მიღების ფონზე და შევწყვიტე მკურნალობა, მაგრამ წონა მაინც არ გაჩერდა და ამ 5-6 წელიწადში კატასტროფულად ავიდა მაღლა, ზედმეტი მაქვს 43 კილო. ვერბრძვი, მაგრამ ვერანაირად ვერ ვიკლებ წონაში. ამიტომ ისევ მივუბრუნდი ჩიყვის პრობლემას. არ ვარ საქართველოში და აქ არსებული რთული წესების მიხედვით მალე ვერ ვაკონტროლებ ანალიზებს. ასე 3 თვის უკან გაკეთებულ ანალიზში მიჩვენა, რომ TSH მაქვს 3,78. ერთ-ერთ ფორუმზე კარგ ენდოკრინოლოგს მივწერე და მითხრა, რომ მაქვს ჰიპოთირეოზი. ისიც მითხრა რომ FT3,FT4 და ასევე პროგესტერონზე უნდა ავიღო ნალიზი, ციკლიდან 22-24 დღეს. მინდა ამ დღეს დავამთხვხიო შემდეგ თვეში ანალიზის აღება. მანამდე კი თქვენთან მინდა კითხვა დავსვა. ჰიპოთირეოზის ფონზე იოდნაკლებობა მაქვს, როგოც იმ ენდოკრინოლოგმა მომწერა ერთ ფორუმზე. შეიძლება თუ არა ლამინარია მივიღო ექიმის კონსულტაციის გარეშე? დარეგულირდება თუ არა წონა ლამინარიის მიღების შემთხვევაში? კიდევ, 3 სექსტემბრიდან ვიღებ სპლატს. იგივე სპირულინა. დრეში 3-ჯერ, 3-3 კაფსულას საჭმელთან. როგორც მითხრეს, არაფერს ავნებს, ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს და შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსო. ასევე, მქონდა სისხლში რკინის ნაკლებობა. ძალიან გთხოვთ, მიპასუხეთ თქვენს იმედზე ვარ ჯერჯერობით. ექიმი, რომელიც მე მყავს მომაგრებული პოლიკლინიკაში, საერთოდ მიცილებს თავიდან, რამეს რომ ვკითხავ. ჩიყვზე არანაირი მკურნალობა არ გესაჭიროებაო, მითხრა და არ გამიშვა სპეციალისტთან. ძალიან განვიცდი და ვნერვიულობ წონის გამო.

პასუხი
- დავიწყოთ იმით, რომ შეუძლებელია წონის მატება მივაწეროთ L-თიროქსინს. ის არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი და პირიქით, მისი მიღებისას წონა არ იმატებს, მცირდება. წონის მატება მკურნალობის ფონზე შესაძლოა დაკავშირებული იყო იმ გარემოებასთან, რომ L-თიროქსინის დოზა არ იყო საკმარისი, საჭირო იყო ექიმთან ვიზიტი და დოზის გაზრდა და არა პრეპარატის შეწყვეტა. რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, TSH – 3,78 არსებული მონაცემებით არ არის ნორმიდან გადახრა, სწორედ ამიტომ არ ჩათვალა თქვენმა ექიმმა აუცილებლად სპეციალისტის კონსულტაცია. გარდა ამისა, მრავალ ქვეყანაში სპეციალისტთან საკონსულტაციოდ გაგზავნა საქართველოსგან განსხვავებით ხდება არა პაციენტის მოთხოვნით, არამედ ექიმის შეხედულებით. ლამინარია, სპლატი და სირულინა არ იწვევენ წონის კლებას. აუცილებელია დიეტა, ვარჯიში, ფეხით სიარული სულ ცოტა 30 წუთი. პასუხის გაცემისას დახმარებას გაგვიწევთ, თუ მოგვწერთ, რომელ ქვეყანაში ბრძანდებით ამჟამად. ზოგადად კი უნდა გითხრათ, რომ მსგავს შემთხვევაში დახმარება (რაც, როგორც ჩანს მკურნალობას გულისხმობს) მხოლოდ იმ ექიმს შეუძლია, რომელიც დეტალურად გაეცნობა თქვენს მონაცემებს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად