მაინტერესებს, რა არის გარდნერელა, მისი გამომწვევი... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
15-09-2010

- მაინტერესებს, რა არის გარდნერელა, მისი გამომწვევი მიზეზები, თუა გადამდები?

პასუხი
- გარდნერელა ეს არის ბაქტერია, რომელიც ბინადრობს ქალის საშოში. მცირე რაოდენობით ის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ როდესაც ის იწყებს გამრავლებას, მაშინ ვითარდება ბაქტერიული ვაგინოზი (დისბაქტერიოზი). ამ დროს მცირდება ე.წ კარგი ბაქტერიების რიცხვი და იმატეს პათოგენური ფლორა (მათ შორის გარდნერლაც). ასეთ შემთხვევაში მკურნალობა აუცილებელია.
როგორც გითხარით, გარდნერელოზი საშოს დისბაქტერიოზია და ამიტომ, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, მამაკაცთა დაავადებად მისი პირდაპირ მიჩნევა არ შეიძლება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ გარდნერელას, გარდნერელოზის გამომწვევს, ძალუძს, მამაკაცის ორგანიზმში ანთებითი პროცესები გამოიწვიოს. გარდნერელა მამაკაცის სასქესო სისტემაში უშუალოდ სქესობრივი კონტაქტის დროს ხვდება. მამაკაცის ორგანიზმში გარდნერელა ხშირად ხვდება და როგორც წესი, სასქესო სისტემას 2-3 დღეში ტოვებს. იშვიათად ვითარდება გარდნერელების ქრონიკული მატარებლობა, რომლის დროსაც ანალიზები ყოველთვის დადებითია, თუმცა დაავადების არავითარი სიმპტომი არ შეიმჩნევა. ათიდან 9 შემთხვევაში გარდნერელოზი მამაკაცებში საერთოდ არ ამჟღავნებს თავს და იმით არის საშიში, რომ კაცის სქესობრივი პარტნიორები ისე ავადდებიან, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვთ. კლასიკურ შემთხვევებში დაავადების გამომწვევები, მოხვდებიან რა საშარდე არხში სქესობრივი აქტის დროს, იწვევენ ლორწოვანი გარსის დუნედ მიმდინარე ანთებით პროცესს.
კომენტარები
30 იანვარი 2017 23:15
Mainteresebs es baqteriaa inkurnebaa?da tu iwvevs ushvilobas madloba winaswaar
30 ივლისი 2016 23:41
გამარჯობათ,ვარ 30წლის.გათხოვილი.გავიკეთე ნაცხის ანალიზი,მაქვს ლეიკოციტი 25-35.ბაქტერია დიდი რაოდენობით,გარდნერელა+,სოკო.მაინტერესებს შეიძლება სქესობრივი გზით გადაედო მეუღლეს?გინეკოლოგმა მითხრა დიაგნოზი მწვავე ვულვოვაგინიტი,ამასთან ერთად მაქვს საშარდე გზების ინფექცია,სიცხეები დაბალი მაქვს.იქნებ მომწეროთ პასუხი?დიდი მადლობა წინასწარ.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად