ვარ 31 წლის ქალბატონი. ჯანმრთელი, მაგრამ ვერ ვიმა... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

15-09-2010

- ვარ 31 წლის ქალბატონი. ჯანმრთელი, მაგრამ ვერ ვიმატებ წონაში, ძალიან გამხდარი ვარ (45 კგ). ძალიან გთხოვთ მირჩიეთ, როგორ მოვიმატო.

პასუხი
- საინტერესოა, სულ ასეთი წონა გაქვთ თუ ამ ბოლო დროს დაიკელით, ან ჭამთ და არ იმატებთ თუ უმადობა გაქვთ? ასევე, აუცილებელია იმის ცოდნა, ხომ არ გაქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება და სხვა. ამიტომ ჩვენ გირჩევთ მიმართოთ ექიმს (მაგალითად, დიეტოლოგს, ან ენდოკრინოლოგს, ან თერაპევტს) და ჩაიტაროთ გამოკვლევები, რათა დადგინდეს მიზეზი, დაინიშნოს მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში და შეირჩეს შესაფერისი კვების რეჟიმი.
ჩვენ ჩვენი მხრიდან გირჩევთ შემდეგს:
თუ წონაში მომატება გსურთ, მაშინ უნდა გაზარდოთ საკვების კალორიულობა და რაციონში შეიტანოთ ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები. იკვებეთ ხშირ-ხშირად, საკვები საგულდაგულოდ დაღეჭეთ. სთხოვეთ მას, ვინც თქვენს კვებაზე ზრუნავს, სუფრა მადის აღმძვრელად გამოიყურებოდეს.
გირჩევთ 2-3 კვირის განმავლობაში მიიღოთ კალციუმის ქლორიდის 10%-იანი ხსნარი - თითო ს.კ. 4-ჯერ დღეში. ამასთან ერთად მიიღეთ პოლივიტამინური პრეპარატი (მაგალითად: უნდევიტი, იუნიკაპი და სხვ.)
კიდევ რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
>მოახდინეთ მადის სტიმულირება - ყოველი კვების წინ დალიეთ ბოსტნეულის ან ხილის წვენი, კარგია უალკოჰოლო ლუდიც.
>ჭამეთ დღეში არანაკლებ 5-6-ჯერ, კვებებს შორის ერთნაირი შუალედები დაიცავით.
>ნასადილევს დაისვენეთ, მშვიდად დაჯექით ან წამოწექით, მიეცით ორგანიზმს საკვების კარგად მონელების საშუალება.
>ვისაც მომატება სურს, მისი მენიუ, როგორც უკვე გითხარით, უნდა იყოს ცილოვან-ნახშირწყოვანი. ამასთან მიღებული ცილების ნახევარს უნდა შეადგენდეს ხორცი, თევზი, კვერცხი. განსაკუთრებით სასარგებლოა ქათამი, მის ნაზ ხორცს ორგანიზმი ადვილად ითვისებს, მისი შემადგენელი ცილები კუნთებს სათანადო ფორმის მიღებაში ეხმარება. ყოველდღე ჭამეთ ხაჭო და თან მაღალი ცხიმიანობის, ასევე დალიეთ რძე, ჭამეთ მაწონი.
>შეგიძლიათ მოამზადოთ სპეციალური ცილოვანი კოქტეილი. გახსენით 100 გრამი ხაჭო ერთ ჭიქა ნაღებში, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი მურაბა ან თაფლი, ყველაფერი კარგად აურიეთ და მიირთვით. გემრიელიცაა და სასარგებლოც.
>ცხიმები. მზესუმზირას, ზეითუნის ან სიმინდის ზეთით კარგად შეაზავეთ სალათები. მათში შემავალი E ვიტამინი დადებითად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე.
>ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას ცილებთან ერად ხელს ნახშირწყლებიც უწყობს. ამიტომ ჭამეთ თეთრი პური და მაკარონი, კარტოფილი, შაქარი, თაფლი, ტკბილეული.
>ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი ყოველდღიური კვების რაციონი იყოს ბალანსირებული და ვიტამინებისა და მიკროელემენების შემცველობითაც. საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ ვიტამინო-მინერალური კომპლექსი.
>დღეში 2-3 ლ წყალი დალიეთ. ეს შეიძლება იყოს ჩაი რძით, ყავა ნაღებით, წვენები და წყალი.
> მიუხედავად იმისა, რომ წონაში მომატება გჭირდებათ, ვარჯიშზე არ უნდა თქვათ უარი. დილა დაიწყეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშებით, ძილის წინ ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ძალიან კარგი იქნება თუ დაკავდებით სპორტით, მაგალითად ივლით ცურვაზე.
>სიგარეტი, ალკოჰოლი და მითუმეტს ნარკოტიკები კატეგორიულად იკრძალება.
>მნიშვნელოვანია ღამის სრულფასოვანი ძილი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად