- ტრიქომონიაზს იწვევს უმარტივესი ორგანიზმი - ტრიქომონა, რომელსაც შეუძლია იცოცხლოს არა მარტო ორგანიზმში, არამედ მის გარეთაც. იგი უპირატესად სქესობრივი გზით ვრცელდება, თუმცა შესაძლებელია კონტაქტური და საყოფაცხოვრებო გზით გადაცემაც. ტრიქომონიაზის სიმპტომებია: სასქესო ორგანოებიდან გამონადენი (ქაფიანი), დისკომფორტი და ქავილი და სხვა. მკურნალობის არ ჩატარების ან არასრულფასოვანი მკურნალობის შემთხვევაში გადადის ქრონიკულ ფორმაში და მაშინ შეიძლება უშვილობის მიზეზიც გახდეს.
აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ტრიქომონას, გარდა იმ ზიანისა, რასაც უშუალოდ აყენებს ორგანიზმს, შესწევს გონოკოკების შთანთქმის უნარიც, თანაც მათ დაუზიანებლად. ერთი ადამიანის ორგანიზმიდან მეორისაში გადასულ ტრიქომონას თან მიაქვს "გადაყლაპული" გონოკოკებიც და არასრულყოფილი მკურნალობის (მაგალითად, თვითმკურნალობის) შემთხვევაში ტრიქომონიაზის განკურნების შემდეგ გონორეული ინფექცია ვითარდება.