ვარ 25 წლის, მიწევს კომპიუტერთან სისტემატიური მუშ... | თვალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - თვალი

კატეგორია - თვალი

11-09-2010

- ვარ 25 წლის, მიწევს კომპიუტერთან სისტემატიური მუშაობა. თვალის ექიმმა დამისვა დიაგნოზი - ბლეფარიტი (დემოდეკოზი). მაინტერესებს, რა არის ამ დაავადების გამომწვევი მიზეზები და რა გართულება შეიძლება მოყვეს?

პასუხი
- დემოდეკოზი არის თვალის პარაზიტული დაავადება. რომელსაც პირობითპათოგენური ტკიპა დემოდექსი იწვევს. პარაზიტი ხშირად ლოკალიზდება ქუთუთოებსა და სახის კანზე და იწვევს თვალის სპეციფიკურ დაავადებას - დემოდეკოზურ ბლეფარიტსა და ბლეფაროკონიუნქტივიტს. დაავადება ქრონიკულად მიმდინარეობს და გაზაფხულსა და შემოდგომაზე მწვავდება.

სიმპტომები და მიმდინარეობა:

დაავადების კლინიკური სურათი ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი გენეზის კონიუნქტივიტისა და ბლეფარიტის დროს. განსაკუთრებით დამახასიათებელია ნადების გაჩენა ქუთუთოების კიდეზე, წამწამების ცვენა. დიაგნოზი ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე დაისმის. ავადმყოფს ორივე თვალის როგორც ზემო, ისე ქვემო ქუთუთოებიდან რამდენიმე წამწამს აცლიან და მიკროსკოპით ათვალიერებენ.

მკურნალობა:

დემოდეკოზის მკურნალობა ხანგრძლივია. ქუთუთოებს ამუშავებენ და პარაზიტის საწინააღმდეგო სპეციალურ მალამოებს უსვამენ. პარალელურად მიმდინარეობს კონიუნქტივიტისა და ბლეფარიტის საწინააღმდეგო მკურნალობა.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად