რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- რა იწვევს საშვილოსნოს წყლულს? გავიგე რომ გამონადენი იწვევს, მართალია?
პასუხი
- საშვილოსნოს ყელის წყლულის (ეროზიის) მიზეზის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. მათ შორის ყველაზე სარწმუნოა საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებების ეტიოლოგიური ფაქტორის თეორია. საშვილოსნოს ყელის ანთებას სხვადასხვა მიკროორგანიზმი იწვევს: ტრიქომონა, ქლამიდია, სხვადასხვა მიკრობული ასოციაცია, ვირუსი... ამ დროს წარმოქმნილი პათოლოგიური გამონადენის ზემოქმედებით საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის მფარავი ეპითელიუმი განიცდის მაცერაციას (იქერცლება), დისტროფიას და შემდგომ დესქვამაციას (ჩამოიფცქვნება). ეროზიის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს საშვილოსნოს ყელის სამშობიარო ტრავმაც (ნახეთქები, დეფორმაცია). რაც შეეხება დისჰორმონულ თეორიას, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სასქესო სტეროიდული ჰორმონების ბალანსის დარღვევას. მაგალითად, ეროზია ხშირად ახლავს თან ქრონიკულ სალპინგოოფორიტს, რომელიც საკვერცხეებისა და მისი დანამატების ფუნქციის მოშლით მიმდინარეობს.