,ბავშვს ცხოველმა გაკაწრა ხელზე ,ძალიან პატარაზე დ... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
commerce
11-06-2021

გამარჯობათ ,ბავშვს ცხოველმა გაკაწრა ხელზე ,ძალიან პატარაზე და ზედაპირულად (სავარაუდოდ იყო ცხოველი ,თუმცა ბავშვი უარყოფს) არის სამი წლის . აცრა დადავიწყეთ 5 დღის შემდეგ,პასიურ-აქრიური მეთოდით. ხელზე არსებული ნაკაწრი უკვე მოშუშებული და შეხორცებულია , სინჯი მაჯასთან გაუკეთდა ,შედარებით მოშორებით ნაკაწრისგან ,თავად იმუნოგლობულინი დუნდულა კუნთში. ვაქცინა მხარზე. მაინტერესებს რამდენად სწორად ჩატარდა და რამდენად იქნება ეფექტური ვაქცინაცია ჩვენი დაგვიანების ფონზე ? :( ძალიან ვღელავ და ვნერვიულობ :(

პასუხი
- იმუნიზაცია ჩატარდა სწორად, გირჩევთ დამშვიდდეთ. ჯერ ერთი ზუსტად არ იცით ცხოველი იყო თუ არა, რომც ყოფილიყო, იმის ალბათობა, რომ ცოფიანი იყო, მინიმალურია, ეს ორივე ფაქტორიც რომ დავუშვათ, საშიშროება მაინც არ არსებობს ვაქცინაციის შემდეგ, რადგან ნაკაწრი არ იყო თითის წვერებზე და თავზე, საიდანაც ვირუსის გავრცელება განსაკუთრებულად სწრაფად ხდება. თუმცა, რადგან ცხოველი, რომელმაც თქვენი ვარაუდით გაკაწრა ბავშვი, არ იცით სად არის, აუცილებელია ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარება. ვაქცინაცია აუცილებლად იქნება ეფექტური.
თქვენს კითხვას პასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად