წლის და 9 თვისაა ბავშვი 2 დღეში ერთხელ გადის ხოლმ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

03-06-2021

-გამარჯობა წლის და 9 თვისაა ბავშვი 2 დღეში ერთხელ გადის ხოლმე განავალზე რისი პრობლემაა ნეტა პედიატს ვკითხე ბანანი და გარგარი აჩამეო ჩამს ბანანს გარგარს არ ჭამს რა შეიძლება რომ გავაკეთო?

პასუხი
-ნორმის ვარიანტია ნაწლავების მოქმედება 2 დღეში ერთხელაც, მაგრამ ყოველგვარი დაძაბვის გარეშე.
თუ იშვიათ დეფეკაციას თან ახლავს დისკომფორტი, მაშინ საჭიროა გარკვეული ზომების მიღება.
ასევე, დეფეკაცია ბავშვს შესაძლოა ყოველდღიურად ჰქონდეს, მაგრამ ჭინთვებით, შეცვლილი განავლოვანი მასით, ცხადია ესეც არ იქნება ნორმა.
შეკრულობის წინააღმდეგ პირველ რიკში აუცილებელია ხილი და ბოსტნეული, რომელიც ბავშვმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს. ამ ასაკის ბავშვი აუცილებლად უნდა იღებდეს ბოსტნეულს -ჭარხალს, სტაფილოს, კომბოსტოს, მწვანილს, პარკოსნებს. გარდა ამისა, ნაწლავების მოქმედებისათვის აუცილებელია ქლიავი, მსხალი, გარგარი, ატამი, ვაშლი, როგორც ნედლი, ასევე ჩირის სახით.
რეკომენდებულია სათანადო რაოდენობით სითხე (წყალი), რძის ნაწარმი -პერისტალტიკის ზომიერ სტიმულაციას იწვევს რძემჟავა პროდუქტები: მაწონი, კეფირი, მენიუში უნდა შედიოდეს ბურღულეული: წიწიბურას, შვრიის ფაფა.
მიეცით მას მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ულუფები და ნუ შესთავაზებთ ზედმეტ საკვებს.
მედიკამენტი (ბავშვებისათვის რეკომენდებულია ლაქტულოზას პრეპარატები) არის დროებითი ღონისძიება, ის მიღებისას ხელს უწყობს ნაწლავების მოქმედებას, მაგრამ შემდგომში ყაბზობა კვლავ აღდგება.
თუ მდგომარეობა კვების რეჟიმის მოწესრიგებით არ გამოსწორდება, უნდა მიმართოთ ბავშვთა გასტროენტეროლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად