გაკეთებული მაქვს MRT კვლევა, შედეგი ასეთია: მიღებ... | კანი, კუნთები, ძვლები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კანი, კუნთები, ძვლები
01-06-2021

გაკეთებული მაქვს MRT კვლევა, შედეგი ასეთია: მიღებულ ტომოგრამებზე წელის ფიზიოპლოგიური ლორდოზი გასწორებულია ნაწილობრივ. მალთა სხეულები ჰომოგენური სტრუქტურისაა, ზედაპირებზე ვლინდება მცირე ზომის ოსტეოფიტი, ჩამკეტი ფირფიტები დეფორმირებულია, ისახება შმორლის თიქრები, რკალები და მორჩები უცვლელი.L 4 დისკი გაუწყლოებულია, დადაბლებულია, მისი აპოფიზური რგოლი დარღვეულია. L4 დისკის მარჯვენამხრივი მედიოლატერალური პროლაფსი 9მმ-ით რომელიც იწვევს ზეწოლას დურალურ პარკზე და მარჯვენა L5 ნევრალურ ფესვზე.დასკვნა: ვლინდება ლუმბალური სპონდილოზი, L4 დისკის მარჯვენამხრივი მედიოლატერალური პროლაფსი.ასეთია ჩემი MRT დასკვნა, ტკივილი გადამდის მარჯვენა ფეხში, კოჭამდე. ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ტკივილი ძლიერდება, განსაკუთრებით სიარულის დროს. გთხოვთ მიპასუხოთ და მირჩიოთ მკურნალობის რა მეთოდს მივანიჭო უპირატესოდა და ვის მივმართო.მადლობა წინასწარ

პასუხი
- თქვენ გესაჭიროებათ ვერტებროლოგის დამხმარება, რომელიც შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს. შესაძლოა დაგჭირდეთ ოპერაციული ჩარევა.  ჩვენ კონკრეტული სახელებისგან თას ვიკავებთ.
ტეგები: MRT კვლევა
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად