2 თვის ბავშვი ჭამს 115 .120 . თუმცა ბევრს იღებს უკ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

06-05-2021

-2 თვის ბავშვი ჭამს 115 .120 . თუმცა ბევრს იღებს უკან მალევე . რამდენად ნორმალურია ან რატომ უნდა შვებოდეს? თუ სისტემატიურად 90 ჭამს მაშინ ასე არ შვება თუმცა არ აკმაყოფილებს 90 ტირის 115 ზე წყნარდება.. ნუტრიბენს ჭამს დაბადებიდან.

პასუხი
-წამოქაფება ამ ასაკში არ არის უჩვეულო. არა მარტო ულუფის მოცულობას აქვს მნიშვნელობა, არამედ კვებათა შორის შუალედის დაცვას, ულუფების რეკომენდებული რაოდენობა და მოცულობა მითითებულია საკვების ეტიკეტზე, და საორიენტაციოდ შეგიძლიათ ეს ინფორმაცია გამოიყენოთ.
სიცოცხლის პირველ 2 თვეს ბავშვმა დღის განმავლობაში ნარევი უნდა მიიღოს სხეულის მასის 1/5, 2-დან 4თვემდე 1/6(თითო ჯერზე მისაღები ულუფის განსაზღვრისთვის კი ეს რაოდენობა უნდა გაყოთ მიღების ჯერადობაზე).
ხელოვნური კვების დროს საკვები კუჭში უფრო დიდხანს რჩება, ამიტომ აუცილებელია კვებათა შორის ინტერვალის დაცვა.
კვებებს შორის ინტერვალი სასურველია 3,5 საათი დღის მანძილზე, ხოლო ღამით აუცილებელია 6 საათიანი ინტერვალი, ხელოვნური კვებისას ღამით კვება დაუშვებელია. შუალედში მიეცით მატყუარა საწოვარა.
ეს ციფრები მაინც ინდივიდუალურია, ზოგიერთი ბავშვი შეიძლება ჭამდეს უფრო ნაკლებს, ზოგიც ოდნავ მეტს.
ბავშვის კვების საკითხი განიხილეთ პირად პედიატრთან.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად