მყავს 6 თვის ბიჭი და ერთი სათესლე ჯირკვალი არ არი... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

02-05-2021

-გამარჯობათ მყავს 6 თვის ბიჭი და ერთი სათესლე ჯირკვალი არ არის ჩამოსული სათესლე აპკში და შესაძლებელია რომ ჩამოვიდეს თუ ოპერაცია დასჭირდება? და კიდევ ჩუჩა არ აქვს გადაწეული და ვერც ვუწევ უწითლდება და რამე საშიშია მაგაზეც ხომ არ მოუწევს ოპერაცია ჩვეულებრივად შარდავს

პასუხი
-სათესლე პარკში სათესლე ჯირკვლის არ არსებობას კრიპტორქიზმი ჰქვია. სათესლე ჯირკვალი შეიძლება მდებარეობდეს საზარდულის არხში, მუცლის ღრუში ან არასწორად ჩამოვიდეს შორისის მიდამოში ან ბარძაყის გვერდით.
ადამიანის ჩანასახს სათესლე ჯირკვალი აქვს მუცლის ღრუში და დაბადებისთვის უკვე ჩამოსულია სათესლე პარკში. მაგრამ ზოგჯერ, რაღაც მიზეზების გამო შეიძლება ეს არ მოხდეს, თუმცა 7-8 თვემდე ჯირკვალი, შესაძლოა, თავისთავად ჩამოვიდეს. ერთი წლის შემდეგ შანსი უკვე ძალიან მცირეა, ამიტომ მკურნალობაც ამ ასაკიდან იწყება.
სათესლე ჯირკვალი, რომელიც დროულად ვერ ჩადის პარკში, შედარებით პატარაა, განუვითარებელი და ფუნქციურად არასრულფასოვანი. თუ ადგილი აქვს ორივე ჯირკვლის შეკავებას, ეს შეიძლება უშვილობის მიზეზიც კი გახდეს.
გარდა ამისა, საშიშია ფიზიკური დატვირთვისა და თამაშის დროს არ მოხდეს სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა და ჩაჭედვა. ასეთ დროს ავადმყოფს ეწყება შეტევითი ტკივილი და საჭირო ხდება სასწრაფო ოპერაცია. გარდა ამისა, ერთი წლის ასაკიდან შეკავებული ჯირკვალი გადაგვარებას იწყებს.
შეკავებულ სათესლე ჯირკვალში მოსალოდნელი გართულებების რისკი რომ შემცირდეს, როგორც ორგანო, ნორმალურად, რომ განვითარდეს, არ უნდა დაველოდოთ პარკში მის თავისთავად ჩამოსვლას და ოპერაცია 2 წლის ასაკამდე უნდა გაკეთდეს, ამ დროისთის ჯირკვალში არსებული ცვლილებები არ არის ღრმა და ჯერ კიდევ შექცევადია.
ამერიკული სტანდარტებით ეს ოპერაცია 1 წლიდან კეთდება.
კრიპტორქიზმის შემთხვევაში  უროლოგის კონსულტაციას რაც ადრე გაივლით, მით უკეთესი.
რაც შეეხება ჩუჩას, თუ ბავშვი შარდავს თავისუფლად, შარდვის დროს ჩუჩა არ ებერება, არ აქვს ასოზე სიწითლე, მაშინ საშიში არაფერია. ყოველი დაბანის დროს ბავშვს ფრთხილად, ძალდატანების გარეშე გადაუწიეთ ჩუჩა სადამდც გადადის და დაბანეთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად