2 წლის და 5 თვის ბავშვი ღამე ხშირად იღვიძებს ტირი... | ბავშვის ფიზ. განვითარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის ფიზ. განვითარება

-გამარჯობა 2 წლის და 5 თვის ბავშვი ღამე ხშირად იღვიძებს ტირილით. გადაბმულად ტირის ნახევარი საათი ვერაფრით ვერ გადაააქვს ვერაფერზე ყურადღება და ვერ წყნარდება. შუადღეს ვერ იძინებს რა შეიძლება იყოს მიზეზი და ვის მივმართო

პასუხი
-ამ ასაკში ღამე ძილში ჭირვეულობის მიზეზი შეიძლება იყოს შიმშილი, წყურვილი, სველი პამპერსი (თუ ისევ პამპერსშია ბავშვი), ოთახში ჩახუთული და ზედმეტად თბილი ჰაერი, ნაწლავებში აირების დაგროვება, რაქიტი (ამ შემთხვევაში ოფლიანობაცაა დამახასიათებელი), სტრესი (ოჯახში ჩხუბი), გადამეტებული სიმკაცრე მშობლის მხრიდან, და სხვა. გარდა ამისა, 2 წლის ასაკიდან იწყება ე.წ. ღამის კოშმარების ეპიზოდები.
ღამის შიში და კოშმარები, უეცარი გაღვიძება, მოუსვენარი ძილი -ეს ყველაფერი ბავშვის შინაგანი შფოთვის ასახვაა და გარკვეულწილად პატარას პიროვნულ თვისებებსაც ცვლის. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, დროულად ვიპოვოთ ასეთი დისკომფორტის მიზეზი. დილით პატარას დაელაპარაკეთ და ჰკითხეთ რამ შეაშინა ღამით. შესაძლოა ასეთი საუბარი დაგეხმაროთ ბავშვის დამშვიდებასა და კოშმარების მიზეზების აღმოჩენაში. არ აყურებინოთ ისეთი ფილმები ან მულტფილმები, რაც აღუძრავს შიშს. საერთოდ მოარიდეთ ეკრანს.
ყველა შემთხვევაში დაწყნარება და დედის ალერსი აუცილებელია.
თუ პრობლემას ვერ გაუმკლავდებით აჩვენეთ ბავშვი ბავშვთა ნეიროფსიქოლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად