მოგესალმებით, 4 წლის ბავშვს აქვს გადავადებული კუჭ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

15-04-2021

-მოგესალმებით, 4 წლის ბავშვს აქვს გადავადებული კუჭის მოქმედება, ანუ რომ უნდა , იკავებს, იძახის კიდეც ვიკავებო, 3-4 დღემდე არ შვრება . და როცა შვრება ხანდახან მყარია განავალი. როდესაც ვსვამ ქოთანზე არ მინდა , მეწვისო. თუ ცხელ წყალში ჩავსვამ უპრობლემოდ შვრება, ხშირად მთხოვს წყალში ვიზამო. მირჩიეთ რასთან მაქვს საქმე , რა გავაკეთო?

პასუხი
-სავარაუდოდ დეფეკაცია მტკივნეულია და ამიტომ აქვს შიში, რთული იქნება ჩამოყალიბებული შიშის დაძლევა, მაგრამ შეუძლებელი არ არის.
უნდა იზრუნოთ რომ კუჭ-ნაწლავის მოქმედება იყოს თავისუფალი და ყოველდღიური, გარდა კვებაში ცვლილებების შეტანისა, დამატებით შეიძლება მიეცეს საფაღარათო საშუალება, რომელიც დაარბილებს განავლოვან მასებს და გაადვილებს დეფეკაციას.
უნდა დათვალიერდეს ანუსის მიდამოც. ამიტომ ბავშვი გასინჯეთ პროქტოლოგს და შემდეგ მდგომარეობიდან გამომდინარე, პედიატრმა შეურჩიოს საფაღარათო (და საჭიროების შემთხვევაში სხვა პრეპარატები - მიკროფლორის მარეგულირებელი ან ფერმენტული )საშუალება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად