აბიტურიენტი ვარ და მირჩიეს მაგიტრონის მიღება ენერგ... | ფარმაკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფარმაკოლოგია

კატეგორია - ფარმაკოლოგია

14-04-2021

-აბიტურიენტი ვარ და მირჩიეს მაგიტრონის მიღება ენერგიის აღდგენის მიზნით.. ექიმის დანიშნულების გარეშე შეიძლება მივიღო ? ან უკუჩვენებები თუ აქვს ? წავიკითხე მეტაბოლიზმს აჩქარებსო, ორიოდე სიტყვა ამაზეც რომ მითხრათ.

პასუხი
-რეკომენდებული დოზით და ხანგრძლიობით შეგიძლიათ მიიღოთ. მაგიტრონში შედის მაგნიუმი, რომელსაც გააჩნია დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება, ამიტომ ურჩევენ პრეპარატს ქრონიკული გონებრივი და ფიზიკური დაღლილობის, სტრესის და მომატებული აგზნების დროს.
რაც შეეხება მეტაბოლოურ პროცესებზე გავლენას, მაგიტრონი შეიცავს ასევე ვიტამინი B6-ს, რომლიც ხელს უწყობს მაღალენერგიული ნაერთების -ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების სინთეზსა და მეტაბოლიზმს. ეს ნიშნავს, რომ ის ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ საკვებით, მათი მონელება ხდება ნაწლავებში, სადაც მათგან ძირითადი შემადგენელი ერთეულები გამოთავისუფლდება: შაქარი, ამინმჟავები, ცხიმოვანი მჟავეები ... ორგანიზმი ამ დაშლილ ნივთიერებებს იყენებს მისთვის აუცილებელი სუბსტანციების სინთეზისთვის, რაც უზუნველყოფს ზრდას, განვითარებას, აქტივობას და ზოგადად, ორგანიზმის ჯანმრთელი მდგომარეობის შენარჩუნებას და ამ პროცესების აქტივაციაში გამოიხატება მისი როლი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად