.წინა კითხვისას,როცა ვიკითხე მიზანშეწოლილია თუ არა... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

10-04-2021

-გამარჯობა.წინა კითხვისას,როცა ვიკითხე მიზანშეწოლილია თუ არა 14 წლის გოგონასთვის 18 საათიანი დიეტა,მიპასუხეთ რომ სწორად უნდა ვიკვებო და იქნებ მითხრათ რაში მდგომარეობს სწორად კვება

პასუხი
-წონის კორექციისთვის ფიზიკურად უნდა გააქტიურდეთ, ყოველდღიურად ირბინეთ, იძუნძულეთ, იცურავეთ ან დაკავდით ფიტნესით და სპორტის რომელიმე სახეობით და გადახედეთ კვების რაციონს -მიირთვით დაბალკალორიული საკვები.
გამორიცხეთ ტკბილეული, ცომეული, ცხიმიანი, შემწვარი საკვები. კვირაში ერთხელ შეიძლება ე.წ. განტვირთვის დღის დაწესება, 18.00-19.00 საათის შემდგომ კვებაზე უარის თქმა.
საკ­ვე­ბი ზო­გა­დად 5 ჯგუფ­შია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი: მარ­ცვლე­უ­ლი, ხილი და ბოსტნე­უ­ლი, რძე და რძის ნა­წარ­მი, ხორ­ცე­უ­ლი და ცხი­მე­ბი, ტკბი­ლე­უ­ლი და სუ­ნე­ლე­ბი (მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით). აქე­დან ყვე­ლა საკ­ვე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად უნდა მი­ვი­ღოთ, რომ ორ­გა­ნიზ­მი უზ­რუნ­ველ­ვყოთ. სწო­რი კვე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის!
აუცილებელია სამი ძირითადი კვება- საუზმე, სადილი, ვახშამი და ორი დამატებითი ხილის ხარჯზე.
სა­უზ­მე­ზე მი­სა­ღე­ბად ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ნახ­შირ­წყლო­ვა­ნი საკ­ვე­ბი, მა­გა­ლი­თად, შვრი­ის ფა­ფის (სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტი). შე­იძ­ლე­ბა წი­წი­ბუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა, ისიც ნახ­შირ­წყლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტია; ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა პური, ყვე­ლი, კა­რა­ქი, მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხი, რო­მე­ლი­მე ხი­ლის ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნი, ნაკ­ლე­ბად ტკბი­ლი ჩაი, ერთი ჭიქა რძე -ეს არის სა­უზ­მის სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტი.
კარ­გია წა­ხემ­სე­ბა, 12-13 სა­ათ­ზე, ხი­ლით, ხა­ჭო­თი, ან იო­გურ­ტით, ოღონდ, ხილი არ შე­იძ­ლე­ბა საკ­ვებს და­ა­ყო­ლოთ. ცალ­კე კვე­ბად უნდა გა­მოვ­ყოთ.
სა­დილ­ზე შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი წვნი­ა­ნის მი­ღე­ბა, მათ შო­რის, ბოს­ტე­ნე­უ­ლით, ან ხორ­ცით.
კარ­გია თუ სა­ღა­მო დამ­თავ­რდე­ბა ად­ვი­ლად ასათ­ვი­სე­ბე­ლი საკ­ვე­ბით -ხა­ჭო­თი ან მაწ­ვნით. გარ­და ამი­სა, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 8 ჭიქა წყა­ლი, ან სა­სარ­გებ­ლო სი­თხეა და­სა­ლე­ვი. სა­სარ­გებ­ლო სი­თხედ ნა­ტუ­რა­ლუ­რი ხი­ლის წვე­ნი და რძეც ით­ვლე­ბა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად