ვარ 42 წლის ქალი. ეს ბოლო ერთი თვეა მიბრუშდება მარ... | სინდრომი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სინდრომი

კატეგორია - სინდრომი

07-04-2021

-ვარ 42 წლის ქალი. ეს ბოლო ერთი თვეა მიბრუშდება მარჯვენა ხელის ყველა თითი. მხოლოდ ღამით. რომ ვდგები ბრუშება მივლის მაგრამ მაქ მსუბუქი ტკივილის შეგრძნება ხელებში ორივეში... მარცხენაც მიბრუშდება ხოლმე მაგრამ უფრო მარჯვენა ხელის მხოლოდ თითები, რა გავაკეთო?

პასუხი
-ღამით ხელების დაბუჟების შესაძლო მიზეზებია: კომპრესიული, კომპრესიულ-იშემიური, ლიმფოსტაზური, სისხლძარღვოვანი, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისფუნქციით განპირობებული.
კლინიკური სურათი მრავალფეროვანია და კომპრესიის გამომწვევ კუნთზეა დამოკიდებული.
ღამის დაბუჟების მიზეზად შესაძლოა იქცეს კარპული გვირაბული სინდრომიც. ამ დროს დაბუჟება მაქსიმალურია დილით (შესაძლოა, ერთვოდეს ტკივილიც), დღის განმავლობაში კი შედარებით სუსტდება.
ჩივილს ზოგჯერ იწვევს საწოლში სხეულის უხერხული პოზიცია. მაგალითად, თუ გვერდზე გძინავთ და ხელი თავქვეშ გაქვთ ამოდებული, იგრძნობთ ხელის მტევნის დაბუჟებას. პოზიციის შეცვლის შემდეგ საჭიროა რამდენიმე წუთი, რომ დაბუჟებამ გაიაროს.
ზოგჯერ კი მიზეზი ართრიტია - დილით, ზოგადი შებოჭილობის ფონზე, შესაძლოა განვითარდეს დაბუჟება, რომელიც თანდათანობით გაივლის.
ასევე, ხელების დაბუჟება უპირატესად ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზული ხასიათის ცვლილებებს უკავშირდება.
როგორც ხედავთ მიზეზი მრავალფეროვანია, დიფერენცირებისთვის საჭიროა ნევროპათოლოგს მიმართოთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად