ვარ ერთი წლის დაოჯახებული, არ მყავს ჯერ შვილი, მე... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

06-09-2010

- ვარ ერთი წლის დაოჯახებული, არ მყავს ჯერ შვილი, მენსტრუაციული ციკლის მოსვლამდე წინა დღეებში სექსუალური აქტის დროს ქვედა მარჯვენა მხარეს მაქვს ტკივილი, რაც გრძელდება რამდენიმე საათი. რა შეიძლება იყოს მიზეზი?

პასუხი
- მიზეზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ გამოკვლევების შედეგად. მიმართეთ გინეკოლოგს. ზოგადად, სექსუალური აქტის დროს ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს:
> ვაგინიზმი - გარეთა სასქესო ორგანოების კუნთების სპაზმი, მათი მომატებული მგრძნობელობის გამო. ვაგინიზმი ხშირად ვითარდება იმ ქალებში, რომელთაც პირველი სქესობრივი აქტის დროს ძლიერი ტკივივლი ჰქონდათ და ქვეცნობიერად დარჩათ შიში და უსიამოვნო განცდა, რომელიც ყოველი სქესობრივი კონტაქტის დროს იჩენს თავს კუნთების სპაზმის სახით. ეს ფსიქოლოგიური პრობლემა უფროა, ვიდრე გინეკოლოგიური. ასეთ დროს ტკივილის მიზეზი მამაკაცი კი არა, თავად ქალია, რომლის კუნთოვანი სისტემა მზადაა ტკივილისათვის. ქალმა უნდა შეძლოს ქვეცნობიერში დამალული მიზეზის აღმოჩენა და მისი დაძლევა. თუ ამას დამოუკიდებლად ვერ ახერხებს, ფსიქოლოგის დახმარებაა საჭირო.
> საშოს ლორწოვანის ანთება - ასეთ ანთებას ინფექციური პათოლოგიები იწვევს, ამიტომ კარგი იქნება ნაცხის ბაქტერიოლოგიური ანალიზი. ამ დროს სქსობრივი აქტის დროს სიხლდენაცაა დამახასიათებელი.
> ანთების შემდგომ განვითარებული შეხორცებები.
> მშობიარობის შემდგომი ნახეთქები, ტრავმები, ნაკერები.
> ენდომეტრიოზი - მისი ძირითადი სიმპტომია ტკივილი, რომელიც ძლიერდება მენსტუაციის წინ და მენსტრუაციის დამთავრებისთანავე გაივლის. აგრეთვე ახასიათებს გამონადენი.
> მენჯის ნერვების ნევრალგია.
> ვენური შეგუბება - როცა სქესობრივი ცხოვრება არარეგულარულია, სასქესო ორგანოებისადმი სისხლი გამუდმებით მიედინება, უკუდინება კი არ ხდება, ამიტომ ქალს მუდმივად აქვს სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი სქესობრივი აქტის შემდეგ - ამის წამალი რეგულარული სქესობრივი თანაცხოვრებაა.
> ბართოლონის სეკრეტის არასაკმარისად გამოყოფა - როცა ქალს არ სურს სქესობრივი ურთიერთობა, აქვს ბართოლინის ჯირკვლის პათოლოგია, ან დარღვეული აქვს ჰორმონული ფონი, შესაძლოა სეკრეტი, რომელიც სქესობრივი კონტაქტისათვის აუცილებელია, არსაკმარისად გამოიყოფოდეს, რაც ტკივილის მიზეზი ხდება.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად