, მაწუხებს ქრონიკული ც ვიტამინის ნაკლებობა. რამდენ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

commerce
25-02-2021

გამარჯობა, მაწუხებს ქრონიკული ც ვიტამინის ნაკლებობა. რამდენჯერაც გავიზომე ც ვიტამინის დონე, შედეგში ყოველთვის მითითებულია რომ ნაკლებია 0,5 ზე (ნორმა 2-20). ვცადე ინტრავენური, პერორალური საშუალებები მაგრამ უშედეგოდ, დღემდე ვსვამ ც ვიტამინს 1გ-ს ყოველდღიურად, მაგრამ არ იმატებს მაინც. რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი ? და აქვე, შესაძლებელია თუარა ც ვიტამინის ასეთმა ნაკლებობამ გამოიწვიოს ტუჩების ქრონიკული ანთება, გამუდმებით მშრალი კანი და ტუჩების დახეთქვა მიუხედავად მეტეოროლოგიური პირობებისა? (იხ. სურათი)

პასუხი
- თუ იღებთ ც ვიტამინს პარენტერალურადაც (გადასხმით ან კუნთშიდა ინექციის სახით) და მაინც არ მატულობს სისხლში მისი რაოდენობა, ეს ნიშნავს რომ რაღაც მიზეზი არსებობს, რაც მის მუდმივ დაქვეითებას იწვევს. ამ მიზეზთა შორის მნიშვნელოვანია ალკოჰოლის რეგულარული მიღება, სიგარეტის წევა, ანორექსია, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები და სხვა. აუცილებლად უნდა გამორიცხოთ ეს მიზეზები. ქეილიტს (ტუჩების ანთებას) რაც შეეხება, ეს შეიძლება მეტეოროლოგიური ფაქტორითაც იყოს გამოწვეული, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გარდა ც ვიტამინისა, ორგანიზმს აკდლდეს ბ ჯგუფის ვიტამინებიც, რაც ხშირად ხდება მსგავსი პათოლოგიის მიზეზი. ამ ეტაპზე საჭიროა ადგილობრივი ჰორმონული საცხის გამოყენება ტუჩის ლორწოვანის ანთების ჩასაცხრობად, შეგიძლიათ წაისვათ ჰიდროკორტიზონის საცხი დღეში ორჯერ, ასევე გირჩევთ მიიღოთ მულტივიტამინური კომპლექსი პროფილაქტიკური დოზით. და გამორიცხეთ ის ფაქტორები, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ. გაიარეთ კონსულტაცია გასტროენტეროლოგთანაც.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად