,თქვენს საიტზე წავიკითხე მინოქსიზე რაღაცეები მაგრა... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

25-02-2021

-გამარჯობა,თქვენს საიტზე წავიკითხე მინოქსიზე რაღაცეები მაგრამ ვერ გავიგე რაღაც და იქნებ აქ მიპასუხოთ. მინოქსის გამოყენება მაქსიმუმ რამდენი ხნის მანძილზეა დასაშვები? და თუ დასაშვებზე დიდხანს ვიხმართ უკუჩვენებები ექნება თუ უბრალოდ არაეფექტური იქნება?

პასუხი
-მინოქსი ნაჩვენებია მემკვიდრეობითი ანდროგენული ტიპის ალოპეციის სამკურნალოდ. გონივრული იქნება თუ თმის ცვენის მიზეზის დასადეგნად და კვალიფიციური მკურნალობის დასანიშნად დერმატოლოგ/ტრიქოლოგს მიმართავთ.
მინოქსიდილი ამცირებს თმის ცვენის ინტენსივობას, მაგრამ შეწყვეტის შემთხვევაში 8-12კვირის შემდეგ კვლავ იწყება თმის ცვენა.
პრეპარატის გამოყენება არასასურველია 18 წლამდე მოზარდებში.
შესამჩნევი სამკურნალო ეფექტის მისაღწევად საჭიროებს მინიმუმ 4-6 თვიან გამოყენებას. გვერდითი მოვლენებიდან, იშვიათ შემთხვევებში, მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში აღინიშნება სიწითლე და ქავილი. ამ დროს პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
მინოქსიდილით (მინოქსი) მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ერთ წლამდე და თუ შეწყვეტისას ცვენის სიმპტომები განმეორდა, ხელახალი მკურნალობა ისევე ეფექტური იქნება. მაგრამ პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად