რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
მოგესალმებით. რამდენიმე წლის წინ დამიდგინეს კანის დემადეკოზი. ჩავიტარე მკურნალობა და სახეზე ყველაფერი ალაგდა. სამწუხაროდ რამდენიმე თვის წინ ისევ გამიჩნდა მსგავსი ჩირქოვანი გამონაყარი, რაც პირბადის ტარებამ ძალიან გაამწვავა. შექმნილი მდგომარეობის გამო თავს ვიკავებ დერმატოლოგთან ვიზიტისგან. დავიწყე მეტრონიდაზოლის და გოგირდის მალამოების გამოყენება, სახეს ვიბან ანტიბაქტერიული რბილი თხევადი საპნით. მაქსიმალურად ვაკონტროლებ კვების რაციონს. ასევე დანიშნული მქონდა ანტიბიოტიკი, მაგრამ ვერ ვიხსენებ სახელს. ძალიან გთხოვთ, მირჩიოთ ტაბლეტის სახით რა შეიძლება მივიღო, რადგან მხოლოდ გარეგანმა მალამოებმა შედეგი არ გამოიღო. წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას.
პასუხი
-სახის დათვალიერების და კვლევების გარეშე მკურნალობას ვერ დავნიშნავთ. ანტიბიოტიკის შესარჩევად უნდა გაკეთდეს ნაცხის ანალიზი და ანტიბიოტიკოგრამა. საჭიროა დრემატოლოგთან ვიზიტი.