რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა. 25 წლის ბიჭს აქვს უძილობა. ამბობს რომ დაწოლის შემდეგ უჭირს კონცენტრირდეს ძილზე, შესაბამისად ვერ იძინებს დილამდე. ძილის დამარეგულირებელი ძლიერმოქმედი რა შეიძლება მიიღოს, რადგან სუსტი არ შველის. მადლობა.
პასუხი
-უძილობის პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოთ დღის რეჟიმის მოწესრიგებით -ადგეთ დროულად, არაუგვიანეს 8-9 საათისა, შეასრულოთ დილის ვარჯიში, დღის განმავლობაში დაიტვირთოთ ზომიერად(გონებრივად, ფიზიკურად), ფეხით იაროთ აუცილებლად, საღამოს 21 საათის შემდეგ არ დაჯდეთ კომპიუტერთან/ტელეფონთან, ძილის წინ ტელევიზორს არ უყუროთ, ივახშმეთ მსუბუქად, ძილის წინაც გაისეირნეთ, გაანიავეთ საძინებელი ოთახი, არ დაწვეთ დასაძინებლად 23 -24 სთ -ზე ადრე. ჩვენ ონლაინ რეჟიმში მხოლოდ მცენარეული დამამშვიდებელი საშუალების რჩევა შეგვიძლია (ფიტორემი, ვალერიანი, ბარამბო, ალორა, სომნა-რიცი ან ნევროსტიმი ). თუ უშედეგო იქნება, მაშინ აუცილებლად მიმართეთ ექიმს. დამატებითი რჩევები ნახეთ ბმულზე https://mkurnali.ge/fsiqonevrologia/nevrologia/6206-udzilobis-mkurnaloba-sasargeblo-rchevebi-da-fitotherapiuli-nakrebebi.html