რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა, ვგეგმავ მეორე ორსულობას. წინა ორსულობაზე, მთელი 9 თვე ვსვამდი დოპელ ჰერცის ფოლიუმის მჟავას. როგორც მოვიკითხე, ახალი გაიდლაინებით სრული პერიოდი ინიშნებაო ეს მჟავა. თუმცა ჩემს გარშემო მთელი ეს პერიოდი არავინ სვამდა. თქვენ რას მეტყვით? რამდენად მისაღებია ფოლიუმის მჟავის მთელი 9 თვე მიღება? ან რამეს ხომ არ ავნებს ნაყოფს? დოზის გადაჭარებება ხომ არ იქნება?
პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა პასუხი: ფიზიოლოგიური ორსულობის დროს, როდესაც ორსულს არ აღეიშნება რაიმე პათოლოგია ფოლიუმის მჟავას მიღება საჭიროა პირველი 12 კვირის განმავლობაში. ზოგადად, 9 თვის მანძილზე მისი მიღება არ მოახდენს უარყოფით გავლენას ნაყოფზე, მაგრამ აუცილებლობის არარსებობისას, საკმარისია მისი მიღება 12 კვირამდე.