რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა.2019 წლის დეკემბერში შეწყდა ორსულობა, ნაყოფის ანომალიების გამო, იმის შემდეგ ვმკურნალობ, საშვილოსნოს ყელზე მქონდა ანთებითი პროცესი. 2020 წლის დეკემბერში გავიკეთე საშვილოსნოს ყელზე კრიოთერაპია, ამ პროცედურის შემდეგაც მაქვს ჩირქოვანი გამონადენი, ამის გამო გაკეთდა ანალიზი მიკოპლაზმა/ურეაპლაზმაზე და აღმომაჩნდა ურეაპლაზმა, მივიღე შემდეგი მედიკამენტები- ორნიმედი 500მგ, დიფლუკანი 150 მგ, ლევოფლოქსაცინი 500 მგ, რუმიზოლის და სერტაზოლის სანთელი, ეს მკურნალობა დავასრულე იანვარში, 2 კვირის შემდეგ გინეკოლოგთან კონსულტაციისას, კვლავ არის ხაჭოსებრი გამონადენი. იქნებ მითხრათ 1 წლის განმავლობაში მიღებული მედიკამენტების მიუხედავად, რატომ არის ჭარბი გამონადენი, ან რა ანალიზი უნდა გაკეთდეს კიდევ რომ გაირკვეს მიზეზი? ორსულობისთვის ვემზადები, ვარ 33 წლის და არ მინდა ისევ ისე დასრულდეს როგორც პირველი. მადლობა წინასწარ გულისხმიერებისთვის.
პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა პასუხი: ზოგადად, ხაჭოსებრი გამონადენი მიანიშნებს სოკოვან დაავადებაზე, რაც არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ორსულობისთის. ამდენად, საკმარისია სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარება. სხვა შემთხვევაში მიზანშეწონილია მიკოპლაზმასა და ურეაპლაზმაზე ანალიზის კონტროლი. რაც შეეხება წინა ორსულობის შეწყვეტის მიზეზს, ამისთვის რეკომენდებულია ჩატარდეს გამოკვლევა TORCH ინფექციებზე, რაც თავიდან აგაცილებთ მსგავსის გემეორებას მომდევნო ორსულობის დროს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ერთი შეწყვეტილი ორსულობა შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული რაიმე სერიოზულ პათოლოგიასთან და მომდევნო ორსულობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.