,ბოლო ორი წელია ჩემს ქმარს ვატყობ რომ მოემატა ოფლი... | სხეულის ჰიგიენა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სხეულის ჰიგიენა

კატეგორია - სხეულის ჰიგიენა

10-02-2021

-გამარჯობა,ბოლო ორი წელია ჩემს ქმარს ვატყობ რომ მოემატა ოფლიანობა,მიუხედავად ჰიგიენური ნორმის დაცვისა აქვს შემაწუხებელი სუნი,ხელს რომ გადამხვევს ვგრძნობ რომ ტანსაცმელზე გადმომივიდა სუნი. ღამითაც ძალიან ოფლიანობს. რა შეიძლება გამოიყენოს? ასევე მაინტერესებს ოდაბანის გამოყენება თუ შეიძლება? მადლობა წინასწარ.

პასუხი
-თუ იცავთ ჰიგიენას, იყენებთ ანტიპერსპირანტებს და ვერ ღებულობთ შედეგს, შეგიძლიათ ჩაიტაროთ ჰიპერჰიდროზის მკურნალობა ბოტოქსით ან მიმართოთ ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრს, ჩაგიტარდებათ გამოკვლევები, გაგაცნობენ ჰიპერჰიდროზის მკურნალობის მეთოდებს და ამის შემდეგ გაკეთდება არჩევნი რომელი მეთოდი იქნება მეტი შედეგის მომცემი კონკრეტულ შემთხვევაში.
რაც შეეხება ოდაბანს, ეფექტური საშუალებაა ოდაბანი ან დრიკლორი, მკაცრად უნდა იქნას დაცული გამოყენების წესები.
როგორც უკვე ვთქვით, ასევე ეფექტურია ბოტოქსის ინექციებით მკურნალობაც. ამ დროს ადგილობრივი ანესთეზიით კანქვეშ შეჰყავთ ბოტულოტოქსინი. ოფლი პროცედურიდან ორ დღეში ქრება. ეფექტი 6-12 თვე ძლებს. გვერდითი მოქმედება არ ახლავს. ეს ადგილობრივი ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ძალზე ეფექტური მეთოდია.

ალბათ დაგეხმარებათ შემდეგი რჩევებიც:
  • დაიცვას დიეტა -რაციონიდან უნდა იქნას ამოღებული კოფეინისა და თეობრომინის შემცველი საკვები (ჩაი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, კოლა და სხვ.). ეს ნივთიერებები ასტიმულირებენ ოფლდენას;
  • ნუ მოწევს სიგარეტს, რადგან ნიკოტინი აძლიერებს ოფლის დენას; ერიდოს ალკოჰოლურ სასმელებს; საოფლე ჯირკვლების ფუნქციის გასაუმჯობესებლად კარგია სალბის და მუხის ქერქის აბაზანები;
  • ჰიგიენის წესები -მიიღოს შხაპი დღეში ორჯერ; მკურნალობა გულისხმობს კანის ხშირ ბანას საპნით.
  • ტანსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული, თავისუფალი, ნატურალური ან ხელოვნური (ვისკოზა) ბოჭკოებისაგან, არ შეიძინოთ სინთეტური ქსოვილისაგან დამზადებული ტანსაცმელი!
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად