ვარ 24 წლის. ემოციური ვარ ძალიან თუმცა ნაკლებად გა... | ფსიქონევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქონევროლოგია

კატეგორია - ფსიქონევროლოგია

03-02-2021

ვარ 24 წლის. ემოციური ვარ ძალიან თუმცა ნაკლებად გამოვხატავ ემოციებს. ბოლო დროს დამეწყო ეპიზოდური ფიქრები სიკვდილზე. ან საყვარელი ადამიანების დაკარგვაზე. ხშირად ისეთი შეგრძნებები მაქვს თითქოს რაღაც საფრთხე მემუქრება. ეს ყველაფერი ხდება ღამით რაც ხელს მიშლის დაძინებაში. ასევე მაღიზიანებს ხმაური. მაგალითად ძაღლის ყეფა, სხვისი სუნთქვა და ა.შ. ხშირად მაქვს გულის არეში ტკივილის შეგრძნება და სულ მარჯვენა ფეხის ტკივილი, თითქოს კუნთი მტკივა და სიმხურვალის შეგრძნება. მგონია რომ ეს ყველაფერია ჩემი უძილობის მიზეზი. როგორ ფიქრობთ ნევროზის გამოა ეს თუ სხვა რაიმე მიზეზია.

პასუხი
-დიდი ალბათობით ვეგეტონევროზია. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ რამდენიმე დამამშვიდებელი მცენარეული საშუალება (ვალერიანი, ალორა, ბარამბო და ა.შ. ), მაგრამ ვეგეტონევროზის მკურნალობა მარტო ამ საშუალებებით არ იქნება ეფექტური.
ნევროზი ქრონიკული პათოლოგიაა, პერიოდულად სიმპტომები მწვავდება. სეზონურად მსგავსი ჩივილების გაჩენა ემოციურად არამდგრადი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, ჰორმონული პროცესები სეზონის მიხედვით აქტიურდება ან, პირიქით, ნელდება და ადამიანის ორგანიზმის აწყობილ სისტემაში ხარვეზები ჩნდება.
ნევრზის მკურნალობა გულისხმობს პირველ რიგში ნევროზის გამომწვევი მიზეზის მოხსნას, ცხოვრების ჯანსაღ წესს (შრომისა და დასვენების სწორად დაგეგმვას, სრულფასოვან ღამის ძილს, სრულფასოვან კვებას, უარის თქმას მავნე ჩვევებზე (სიგარეტი, ალკოჰოლი და ა.შ), ზომიერ ფიზიკურ აქტიურობას და ა.შ), ასევე სპეციალისტის მიერ პრეპარატის სწორად შერჩევას.
მედიკამენტოზური მკურნალობის გვერდით, არაჩვეულებრივ ეფექტს იძლევა მასაჟი, წყლის პროცედურები, აუტოტრენინგი, შრომისა და დასვენების სწორი ორგანიზება (როგორც უკვე გითხარით), არომათერაპია, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, კომედიის ყურება ოჯახთან ერთად. თუ ნერვული სისტემა გამოფიტულია (გაზაფხულზე და შემოდგომაზე), მაშინ ზოგადგამაძლიერებელი პრეპარატები და პროცედურები ინიშნება. ეს გახლავთ B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი; სასურველია აღმგზნები სასმელებისგან (მაგარი შავი ჩაისგან, ყავისგან) თავის შეკავება. კონკრეტული პრეპარატი ნევროლოგმა ან ფსიქიატრმა უნდა შეარჩიოს (დღეს ნევროზის მკურნალობა ფსიქიატრების კომპეტენციაშია). მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური საუბრები ექიმთან.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად