- ყველაზე კარგი იქნება პროქტოლოგთან ვიზიტი. მაგრამ თუ ეს არ ხერხდება, მაშიმ გაითვალისწინეთ ასეთი რჩევები: 1. ბუასილის გამწვავებას ხელს უწყობს ყაბზობა (კუჭის შეკრულობა), ამიტომ ამ დაავადების მქონენი ყოველნაირად (კვების რეჟიმით, მცენარეული საშუალებებით) უნდა ეცადონ, რომ აღიდგინონ კუჭის ნორმალური მოქმედება. 2. არ გაიღიზიანოთ კუჭი სპირტიანი სასმელებით, ლუდით, ნუ შეჭამთ ზედმეტად მარილიან, მწარე, ცხარე პროდუქტებს. 3. ერიდეთ ორგანიზმის გადაციებას, განსაკუთრებით – სხეულის ქვედა ნაწილში, ნურასოდეს დაჯდებით ცივ ადგილას (ქვის ან მეტალის ზედაპირზე). - ერიდეთ ხანგრძლივად ფეხით სიარულს და ფეხზე დგომას. 4. ყოველი ტუალეტის შემდეგ უკანა ტანი თბილი წყლით ჩაიბანეთ.
რაც შეეხება მედიკამენტებს, გარე ბუასილის მკურნალობის დროს ინიშნება პრეპარატების სამი ჯგუფი: ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და ვენომატონიზებელი; მაგრამ რადგან ყოვლელ მათგანს აქვს გარკვეული უკუჩვენება, მათი მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ არის რეკომენდებული. გარე ბუასილის დროს უმჯობესია მაზის, კრემის ან გელის გამოყენება, რადგან ადვილია კვანძებზე დატანა და ეფექტი უფრო მალე მიიღება, ვიდრე სანთლების გამოყენების დროს. ამ მიზნით შეიძლება რელიფ ადვანსის, რელიფ ულტრას, პროქტოსედილის, აურობინის, ჰეპათრომბინის, ჰეპარინის მაზის გამოყენება; საერთოდ, მედიკამენტის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჩივილებიდან გამომდინარე,