მოგესალმებით, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პასუხი. 16 იანვარს 5 თვის ფისოს, (მამალი, არაკასტრირებული, არც რამე ინფექციები და ვირუსები აქვს გადატანილი, 2 კვირის ასაკიდან იზრდება ბინაში) შევნიშნე მუცლის შებერილობა, შებერილობას წინ უძღოდა დიარეა, რაც საკვების ცვლილებამ აღმოფხვრა. 19 იანვარისთვის უკვე საგრძნობლად გაეზარდა მუცელი და ვეტ-ექიმმა გადაუღო ექოსკოპია, სადაც გამოჩნდა, რომ მუცელში აქვს სითხე დაგროვებული და ეჭვი აქვთ ასევე გულის მანკზე (!). კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ფისოს მანამდე არანაირი პრობლემა არ ჰქონია, არის ცელქი, სულ თამაშობს, კარგად ჭამდა საჭმელს (ძირითადად როიალ კანინის გასტროს და მის სხვა სახეობებს), კუჭის მოქმედებაც ზოგადად კარგი და ასე შემდეგ. დიაგნოზის დასმის შემდეგაც ფისო ჭამს ჩვეულებრივ, შარდავს, აქვს კუჭის მოქმედება, არ დაუკარგავს მადა, არც წონა, არ არის ლეთარგიული. ამ გადიდებული მუცლის გამო სუნთქვა აქვს ცოტა შეცვლილი და ძირითადად დაწოლილია, ან სძინავს ან უბრალოდ არის. ამ პერიოდში, რაც მუცელი აქვს გადიდებული, წყლის სმას მოუმატა განსაკუთრებით. სითხის განსადევნად ფისოს დაენიშნა: კუნთში დექსამეტაზონი 0.5, გენტამიცინი 0.5 და ბ ვიტამინები: B1, B6 და B12 კანქვეშ. დღეს მესამე დღე იქნება რაც ამ წამლებს მიიღებს. მაინტერესებს რამდენად ადექვატური მკურნალობაა? ბევრი რამე წავიკითხე გულის მანკზე, მუცელში სითხის დაგროვებაზე და ასევე ინფექციურ პერიტონიტზე და მეშინია ამასობაში ლეტალურ შედეგამდე არ მივიდეს ფისო. ძალიან გთხოვთ, გულდასმით წაიკითხეთ და თქვენი აზრი გამიზიარეთ. მადლობას გიხდით წინასწარ
- ალბათ სასურველი იქნებოდა შარდმდენის ჩართვაც, თუ სითხე დიდი რაოდენობით არის და სუნთქვა უჭირს, შეიძლება სითხის ამოღებაც იყოს საჭირო. უნდა ინახოს ღვიძლის მდგომარეობაც. ჩვენი რჩევა იქნება, კითხვა გააგზავნოთ საიტზე zooclub.ge