რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ რა მაინტერესებს მიოფლიანდება ხელის გულები და ასევე ფეხები და კიდე რო ვიღვიძებ სულ სველი ვარ მაინტერესებს რა არის ეს და რაზე ვუმკურნალო
პასუხი
-მთელი სხეულის ოფლიანობა ანუ გენერალიზებული ჰიპერჰიდროზი ხშირად მეორეული ხასიათისაა ანუ სხვა დაავადებითაა გამოწვეული(ენდოკრინული დარღვევა (თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი, კლიმაქსური პერიოდი, ფეოქრომოციტომა და სხვა), ინფექციური დაავადება (სეპტიცემია, ტუბერკულოზი, მალარია და სხვა), ნევროლოგიური დაავადება. ბრალი მიუძღვის ასევე ფსიქოგენურ ფაქტორებს, წამლებს (ასპირინს, ინსულინს, ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებს, მორფინისა და პრომედოლის ჯგუფის ანალგეტიკებს და სხვა), მოწამვლას (ფოსფორორგანული ნივთიერებებით....). ეგრეთ წოდებული "ღამის ოფლის" ახასიათებს ტუბერკულოზს, რევმატიზმს, ქრონიკულ ტონზილიტს...). მიმართეთ ენდოკრინოლოგს ან ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრს, ჩაგიტარდებათ გამოკვლევები მიზეზის გამოსავლენად, გაგაცნობენ ჰიპერჰიდროზის მკურნალობის მეთოდებს და ამის შემდეგ გაკეთდება არჩევნი რომელი მეთოდი იქნება მეტი შედეგის მომცემი კონკრეტულ შემთხვევაში.