რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, თირკმელზედა ჯირკვლის კეთილთვისებიანის შემთხვევაში მკურნალობა როგორ ხდება?
პასუხი
-თირკმელზედა ჯირკვალი წარმოქმნის ჰორმონებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ თითქმის ყველა ორგანოსა და ქსოვილზე. ჯირკვალს აქვს ქერქოვანი და ტვინოვანი შრე. ქერქის კეთილთვისებიანი სიმსივნეები თირკმელზედა ადენომების სახელითაა ცნობილი(ალდოსტერონის და გლუკოკორტიკოიდების ჭარბი სეკრეცია), ხოლო ტვინოვანი შრის სიმსივნეებს შორის გვხვდება ფეოქრომოციტომა(ადრენალინისა და ნორადრენალინის სეკრეცია). თირკმელზედა ჯირკვლის ეს სიმსივნეები, შეიძლება იყოს უსიმპტომოდ და ასეთ შემთხვევაში მკურნალობას არ საჭიროებს, მაგრამ თუ სიმსივნე წარმოქმნის ჰორმონების დიდ რაოდენობას, რაც ცხადია თავისთავად იწვევს გართულებებს, ასეთ შემთხვევებში, მკურნალობა მედიკამენტური ან ქირურგიულია.