რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, უკვე 6 თვეა რაც გავიკეთე საკეისრო კვეთა სპინალური ანესთეზიით მის მერე დამეწყო საშინელი ტკივილები წელის არეში მანამდე არც ორსულობამდე არც ორსულობაში არ შეუწუხებივარ ტკივილს ამ ბოლო დროს წელის ტკივილის დროს ვგრძნობ ორივე ფეხის კიდურის ტკივილს თითქოს მიბუჟდება და გრძნობა მეკარგება ისეთი შეგრძნება მაქვს და იქნებ მითხრათ რა შეიძლება იყოს და როგორ უნდა მოვიქცე? მადლობა წინასწარ
პასუხი
-ზოგადად, სპინალურ გაუტკივარებას შეიძლება ახლდეს წელის ტკივილი, ანესთეზიის შემდგომ 1-2 თვის განმავლობაში ნანემსარი ადგილის ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, ნორმად მიიჩნევა და თანდათან გაივლის, მთავარია ნანემსარი არ იყოს გაწითლებული და შეშუპებული, არ იყოს შეცვლილი გარეგნულად კანი ამ ადგილზე. და ტკივილი არ უნდა იყოს მოუთმენელი. რადგან გახანგრძლივდა დისკომფორტი და ტკივილი შემაწუხებელია, მაშინ თქვენ საჭიროებთ ნევროლოგს კონსულტაციას.