. ვარ 27 წლის და დახლოებით 3 წელია მაქვს გულძმარვი... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
commerce
15-01-2021

გამარჯობა. ვარ 27 წლის და დახლოებით 3 წელია მაქვს გულძმარვის პრობლემა. მას შემდეგ რაც სისტემატიური ხასიათი მიიღო. ასევე ძალიან ხშირია ბოყინი.ერთი წლის წინ გადავყლაპე ზონდი და ავიღე ანალიზები რის შედეგსაც ნახავთ თანდართულ სურათში. ამის შემდეგ ექიმმა გამომიწერა მკურნალობა შემდეგი პრეპარატებით: ულსეპანი, მუკოგენი, სიმაგელი, რეოფარი, ნორმოფოლი. ეს წამლები ვსვი 3 თვე, და თითქოს შედეგი გამოიღო, მაგრამ 1 წლის თავზე ისევ დამეწყო გულძმარვა უფრო მეტად. რა შეიძლება იყოს მიზეზი და რით ვუმკურნალო? სასმელს კვირაში ორჯერ მაინც მოვიხმარ ზომიერად.

პასუხი
აქ წერია, რომ მრავლობითი წყლულები გქონდათ და კუჭის ლორწოვანის ანთება, მკურნალობის დასრულების შემდეგ უნდა გაკონტროლებულიყო, იყო თუ არა საკმარისი ის კურსი, ზოგადად, ასეთი პრობლემები ხშირად ქრონიკულ ხასიათს ატარებს და პერიოდულად მწვავდება ხოლმე, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ამიტომ საჭიროა პროფილაქტიკური ზომების მიღება. ახლა კი ისევ გასტროენტეროლოგთან მოგიწევთ ვიზიტი. თუ ამას ვერ ახერხებთ, იგივე კურსი გაიმეორეთ დროებით, მერე კი აუცილებლად მიმართეთ გამოცდილ გასტროენტეროლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად