რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ .. მკერდი მტკივა უკვე 1 წელია მეტი ხელის შეხებაზეც მაღიზიანებს ორივე განსაკუთრებით მარცხენა სულ ვამოწმებ არაფერი მაქვს და ზოგჯერ არ მტკივა მენსტრუაციის დროს უფრო მკვეთრად მაწუხებს სასწრაფო რომ გამოვიძახე და შემიმოწმეს ნერვოზი გაქვსო და შეიძლება ამოკვიატებული მქონდეს ან ჰორმონალური დარღვევა ან რამე მაგავსი ? მეშინია სიმსივნის და ვერ მივდივარ რამე სერიოზული რომ იყოს რამე ხომ გამომივიდოდა ანუ რა შეიძლება იყოს დაახლოებით ? მადლობა წინასწარ
პასუხი
-მენსტრუაციის წინ ტკივილი პრედმენსტრუალურ სინდრომს ახასიათებს (ციკლური მასტალგია), შეიძლება (მაგრამ არა ყოველთვის) ეს ტკივილი სარძევე ჯირკვლების დაავადების, მაგალითად, მასტოპათიის ნიშანი იყოს. არის არაციკლური მასტალგია -ეს არის სარძევე ჯირკვლის ტკივილი, რომელიც არ უკავშირდება მენსტრუალურ ციკლს. ზოგჯერ ტკივილის ეს ტიპი ფიბროზული მასების არსებობასთან -ფიბროადენომასთან ან ცისტასთან -არის დაკავშირებული. კონკრეტული მიზეზის დადგენა საჭიროებს მამოლოგის კონსულტაციას და გამოკვლევების ჩატარებას. ექიმთან ვიზიტი დაგეგმეთ მენსტრუაციის მე-7-მე-12 დღეს.