რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა,ბავშვი არის ორი თვის,ძუძუთი იკვებება მხოლოდ ერთი დღეა კუჭში არ გასულა.რამდენი ხანი არის ნორმა ? და როდის უნდა მივმართოდ ექიმს?
პასუხი
-ექსკლუზიურად ძუძუთი კვების დროს კუჭის მოქმედების ნორმად ითვლება დღეში 5-დან 2 დღეში 1-ჯერ დეფეკაცია, მთავარია ამ დროს ბავშვი არ წუხდეს, არ იძაბებოდეს და კუჭის მოქმედება იყოს თავისუფალი და განავალი ნორმალური. გაითვალიწინეთ, დეფეკაციის სიხშირე გარკვეულწილად დამოკიდებულია ძუძუთი კვების ტექნიკაზე, კერძოდ, არსებობს ასეთი ცნებები "წინა" და "უკანა" რძე ანუ რძეს კვების დასაწყისში "წინა" რძე ჰქვია და იგი მდიდარია წყლით (ამიტომაც არ არის დამატებით წლის მიღების აუცილებლობა) და ღარიბია კალორიულად (ცხიმის შემცველობა დაბალი), კვების გაგრძელების კვალდაკვალ რძეში მატულობს ცხიმების შემცველობა, კალორიულობა, ეს არის "უკანა" რძე. ასე, რომ ხშირი შარდვა იმის მანიშნებელია, რომ ბავშვი ღებულობს საკმარისი რაოდენობით სითხეს "წინა" რძიდან, ხოლო მრავალჯერადი კუჭის მოქმედება კი მიანიშნებს საკმარისი კალორიების მიღებაზე "უკანა" რძიდან; ამ ფაქტორებს უნდა მიექცეს ყურადღება ძუძუთი კვების დროს.