რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა,ვარ 19 წლის და 10 თვეა გათხოვილი ვარ..ორსულობა აქამდე არდამდგარა..დაახლოებით 2 კვირის უკან ვიყავი ექიმთან მქონდა ბევრი თეთრი გამონადენი საშვილოსნოდან ჩავიტარე გამორეცხვები ამასთანავე ვიმკურნალე.. მენსტურიაცია მაქვს 3 დღე და შემდეგ რამოდენიმე დღე ყავისფერი გამომადენი და ურთოერთობის შემდეგ მაქვს წვა მკურმალობამდეც ასე მქონდა და ახლაც გაგრძელდა .. მაინტერესებს საშიშია თუარა ეს ყველაფერი და ორსიულობისთვის რამდენად ხელისშემშლელია ეს გამონადენი და წვა გთხოვთ მირჩიოთ რამე ვნერვიულობ ძალიან..
პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა პასუხი: თქვენი ჩივილი დაკავშირებულია საშოს ინფექციასთან, რაც არ არის საშიში, მაგრამ საჭიროა მკურნალობა. ვინაიდან ამ ეტაპზეც - მკურალობის შემდეგ გაქვთ იგივე სიმპტომები, აუცილებელია ნაცხის ბაქტერიოსკოპია და ბაქტერიოლოგია, რის მიხედვითაც შეირჩევა სათანადო მკურნალობა. ზოგადად, 10 თვის განმავლობაში ორსულობის არარსებობა არ არის სანერვიულო. თუმცა, შესაძლებელია ჩატარდეს ფოლიკულის ექომონიტორინგი, ოვულაციის არსებობის დადგენის მიზნით.