რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა, დეკემბრის თვეში არ მომსვლია ციკლი და გუშინ დამეწყო გამონაყარი, ასევე მცირე გამონადენი(მძაფრი სუნით). შევამჩნიე, რომ ყურთან და ნიკაპთან ხელს რომ ვიდებ შიგნიდან ბურთივითაა რაღაც. შესაძლო ჯირკვალი იყოს გაღიზიანებული? ვარ 19 წლის, სექსუალურად აქტიური (ორსულად არ ვარ). მაინტერესებს, საგანგაშოა ჩემი სიმპტომები? რას შეიძლება ნიშნავდეს? მადლობა წინასწარ
პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა პასუხი: მენსტრუაციული ციკლის დარღვევა შეიძლება დაკავშრებულ იიყოს ჰორმონულ დარღევებთან, რაზეც მიანიშნებს გამონაყარის გაჩენა. ამიტომ თქვენ გესაჭიროებათ სისხლში ანდროგენების - 17aOHP, DHEA-s, T, SHBG განსაზღრა. მაგრამ აღნიშნული ანალიზი ტარდება მენსტუაციული ციკლის მე-5-6 დღეს. ამიტომ უპირველ ყოვლისა საჭიროა ჩატარდეს ექოსკოპია და განისაზღროს მენსტრუციის დაწყება ან დაინიშნოს მედიკამენტი მენსტრუაციის გამოსაწვევად. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიგეგმოს ჰორმონული ანალიზი.