რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა, გავიკეთე ნაცხის ანალიზი, ,,კოკები დიდი რაოდენობით" სხვა არაფერი წერია.მაქვს სიწითლე ქავილი და წვა. შეშუპებულია მაქვს გამონადენიც, სიარულის დროსაც კი მეწვის. ამ ანალიზის შედეგად ექიმმა თქვა, რომ არის ანთება და ეს გამონადენი არი ჩირქოვანი. აი რატომღაც ეჭვი მეპარება მის კომპეტენტურობაში. რას მირჩევთ თქვენ?
პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა პასუხი: ვინაიდან გაწუხებთ წვა და ქავილი, ძალიან დიდი ალბათობით ეს დაკავშირებულია სოკოვან ინფექციასთან. შესაბამისად უნდა შეირჩეს სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა აბაბეის სახით და ადგილობრვი სანთლების სახით. ასევე სიწითლის და შეშუპების ალაგების მიზნით რეკომენდებულია გარედან წასასმელად გამოიყენოთ ტრიდერმის მალამო, თუმცა მალამო არის მხოლოდ სიმპტომური თერაპია, სამკურნალოდ აუცილებელია მედიკამენტების შერჩევა.