რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
1თვის წინ გამიკეთეს აბორტი. ექიმს ბიჭის დედისთვის უთქვამს რომ შენი ბიჭი პირველი არიქნებოდა ამ გოგოსთვის საშვილოსნოს ყელი ისეთი გაუბედურებული აქვსო, არადა ამ ბიჭამდე სექსუალური კავშირი არავისთან არ მქონია, პირველი იყო ეს ბიჭი ჩემთვის და რამდენად რეალურია ეს? მართლა ეგრე მექნებოდა საშვილოსნოს ყელი თუ უბრალოდ ბიჭის დედის ტყუილია ჩვენს დასაშორებლად ?
პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა პასუხი: ზოგადად, საშვილოსნოს ყელის მდგომარეობა არ ასახავს სქესობრივი პარტნიორების რაოდენობას. ამდენად, საშვილოსნოს ყელის დაზიანება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ ერთი პარტნიორის შემთხვევაშიც. ყელის დაზიანების მიზეზი შეიძლება იყოს რაიმე ბაქტერიული ინფექცია ან პაპილომა ვირუსი. დაინფიცირება შესაძლებელია ერთი სქესობრვი პარტნიორის პირობებშიც.