რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
მოგესალმებით.ჩვეულებრივ, მქონდა ხოლმე 28 დღიანი ციკლი, არ ყოფილა შემთხვევა გადაცდენის, გარდა ორსულობის დროს. ივლისის თვეში ჩავიდგი სპირალი. მას შემდეგ, პირველივე თვიდან შემიმცირდა ციკლის ხანგრძლივობა, თავიდან 25 დღემდე, შემდეგ 24 და შემდეგ 3 თვე 21 დღემდე. ახლა სპირალის ცადგმიდან მე-6 თვეა და შეგუებული ვიყავი, რომ უნდა მომსვლოდა 21-ე დღეს, თუმცა არ მომივიდა. შესაძლოა სპირალის ჩადგმის გამო (რადგან თავიდან შემიმცირდა ციკლის ხანგრძლივობა), ახლა ისევ უბრუნდებოდეს ძველ შუალედს, ანუ 28 დღიან ციკლს? რათქმაუნდა ვაპირებ ექოსკოპიის გაკეტებას, მაგრამ იქნებ თვქნეგანაც მივიღო პასუხი. მადლობა წინასწარ
პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა პასუხი: ზოგადად, სპირალის ჩადგმის შემდეგ ციკლის შემცირება შესაძლებელია, მაგრამ ამჯერად მისი გადაცდენა შესაძლოა დაკავაშრებული იყოს საკვერცხეების დისფუნქციასთან. ამიტომ აუცილებელია ექოსკოპიური გამოკვლევა. ამასთან ექოსკოპიურად უნდა შეფასდეს სპირალის დგომა.