, პირველ რიგში მადლობა, რომ არსებობთ რადგან ყოველი... | ფსიქონევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქონევროლოგია

კატეგორია - ფსიქონევროლოგია

03-12-2020

გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა, რომ არსებობთ რადგან ყოველი დიდი გაურკვევლობის დადგომისას მეიმედებით და ვიცი, რომ პასუხს მივიღებ. რამდენიმე საკითხს უნდა შევეხო ერთდროულად, არ ვარ ასაკით დიდი, ვთვლი რომ ჯერ ახლა გადავედი ზრდასრულობაში თუმცა უნდა ითქვას, რომ დიდი და არც ისე უმტკივნეულო წარსული მაქვს, არ ვაზვიადებ მართლაც ბევრნაირი და არცთუ სასიამოვნო გამოცდილებები მივიღე გასულ წლებში, თუმცა სრულიად მარტომ როგორღაც დავძლიე ყველაფერი და უფრო გაწონასწორებული ადამიანად ჩამოვყალიბდი, ვაგრძელებ საკუთარ თავზე მუშაობას. პირველი რაც მაწუხებს ეს არის ჩემთვის უახლოესი ადამიანის პირადი ცხოვრება, რომელზეც გამუდმებით მესაუბრება. სამწუხაროდ მძიმე პერიოდი აქვს პირად ურთიერთობაში და ხშირად უხასიათო და დაძაბულია თუმცა სხვა საკითხებზე საუბარს და ყურადღების გადატანას განგებ არიდებს თავს და პირდაპირი გაგებით თავს მახვევს მის ცუდ განწყობას და პრობლემებს რასაც თავს ვერ ვაღწევ იმის მიუხედავად რომ უკვე არაერთხელ ვთხოვე თავი შეეკავებინა ერთი და იმავეზე საუბრისგან. რადგან გითხარით რომ თვითონაც არაერთი არასასიამოვნო ურთიერთობა გამოვიარრ და სრულიად მარტომ დავძლიე, ასეთ დროს მისი წუწუნი გაცილებით უფრო გამაღიზიანებლად მეჩვენება. გასაგებია რომ ყველა ადამიანის ფსიქოლოგია სხვა და სხვანაირია და ზოგი მარტივად, ზოგი კირთულად გუობს რაღაცეებს მაგრამ რა ვქნა? არაფრად მეჩვენება მისი პრობლემები და ძალიან ვღიზიანდები როცა მათზე იძულებით მაფიქრებს. ახლა მეორე პრობლემა რაც ვფიქრობ ნევროზული ხასიათისაა, წლების წინ გავიკეთე ოპერაცია ვიზუალის გასაუმჯობესებლად რამაც არც ისე კარგად ჩაიარა, ოჯახის წევრები გაფრთხილებული მყავდა რომ სანამ ყველაფერი არ ჩაივლიდა არავისთვის ეთქვათ თუმცა არ მომისმინეს და შედეგს დღემდე იმას ვაბრალებ რომ ოპერაციამდე გაიგეს რასაც ვაფირებდი ჩემთვის არასასურველმა ადამიანებმა. ახლა მალე ვიკეთებ თვალებზე ოპერაციას მხედველობის გაუმჯობესებითვის ისევ იგივე განმეორდა, ვთხოვე ყველას არავისთვის გაემხილათ მაგრამ ისევ წინასწარ ილაპარაკეს. ახლა უკვე ვდარდობ და წინასწარ წარუმატებელი ოპერაციის მოლოდინში ვარ, რას მირჩევთ? ალბათ ცრურემწმენაა ეს ყველაფერი? წინასწარ მადლობა და ბოდიში ვრცელი წერილისთვის.

პასუხი
-მოგესალმებით. 1. რადგან ახლობლის პრობლემურ პირად ცხოვრებაზე საუბარი ასე გაღიზიანებთ, კიდევ ერთხელ სთხოვეთ, რომ თავი შეიკავოს თქვენთან ამ საკითხზე საუბარზე, რადგან მტკივნეულად განიცდით ამას და ურჩიეთ მიმართს ფსიქოლოგს. 2. რასაკვირველია, არც ისე წარმატებული ოპერაციის მიზეზი ვერანაირად ვერ იქნება ის გარემოება, რომ ამის შესახებ წინასწარ იცოდნენ თქვენთვის არასასურველმა ადამიანებმა. თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ძლიერი პიროვნება ბრძანდებით და ამიტომ აუცილებლად შეძლებთ, რომ დადებითად განეწყოთ მომავალი ოპერაციისადმი. გისურვებთ წარმატებებს!
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად