18 წლის ვარ. 3 აგვისტოს საღამოს ვიგრძენი ბეჭების ... | კარდიოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კარდიოლოგია

კატეგორია - კარდიოლოგია

31-08-2010

- 18 წლის ვარ. 3 აგვისტოს საღამოს ვიგრძენი ბეჭების ტკივილი, მეორე საღამოს გამიარა, მაგრამ რამდენიმე დღის მერე ისევ დამეწყო ყრუ ტკივილები და მის მერე ყოველ დღე მიმატებს. გულის არეში ჩხვლეტები მაწუხებს და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ შეიძლება გული ამომივარდეს (მომენტალურად და მერე გამივლის). ეს ორი დღეა ხუთვის და წვის შეგრძნება დაემატა და მარჯვენა მხარეს მკერდში თითქოს მიჭერს რაღაც. აქამდე ასეთივე შეგრძნება მქონდა მარცხენა მხარესაც. ასევე, გამუდმებით სისუსტეს ვგრძნობ, წამოდგომისას თვალებში მიბნელდება. ბეჭები კი გამუდმებით მტკივა, ხან ცოტას მომიკლებს და ყრუდ მტკივა, ხან საშინლად ამტკივდება. უფრო ჩხვლეტების ხასიათის ტკივილს ვგრძნობ. გაძლიერებულად, ხან მარცხენა და ხან მარჯვენა ფერდსა და ბეჭზე. მირჩიეთ რამე, გთხოვთ. ისიც ვერ გავიგე, რის ექიმს გავესინჯო, ზოგმა - ნაღველის ბრალიაო, ზოგმა გულის, ზოგმა ჩიყვისო... ვეღარ გავიგე, ამდენი მკითხაობით დავიღალე, აღარ შემიძლია გამუდმებული ტკივილის ატანა.

პასუხი
- ზოგადად, როცა რაიმე შეგაწუხებთ და არ იცით ვის მიმართოთ, ჯობს რჩევისათვის მიმართოთ თერაპევტს ან ოჯახის ექიმს. თქვენს შემთხვევაში კი სიმპტომების გათვალისწინებით, უმჯობესია, პირველად მიმართოთ კარდიოლოგს, რათა ჩატარდეს სათანადო კვლევები და გამოირიცხოს გულის დაავადება და თქვენი ჩივილების სხვა მიზეზები. თქვენი ასაკის გათვალისწინებით დიდია ალბათობა, რომ ნევროზი ან ხერხემლის პათოლოგია გქონდეთ.
კომენტარები
11 სექტემბერი 2015 01:01
თუ თამბაქოს მომხარებელი ხართ ჩემი აზრით ფილტვების ექიმს უნდა მიმართ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად