რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა, მაქვს კუჭის პრობლემები და პროლაქტინის მაღალი დონე და არ ვიცი არ ვიცი კუჭი გამოვიკვლიო თუ ჰიპოფიზის ჯირკვალი, რას მირჩევთ?. სხეულთან შედარებით მუცელი მაქვს დიდი და ვერ ვიკლებ ვერც დიეტით და ვეც ვარჯიშით, მუცელი სულ შებერილი მაქვს და ჭამისდროს უფრო იბერება, უზმოზზე 2 - ყლუპი წყალი რომ დავლიო ამაზეც კი იბერება, მხოლოდ მშიერის ტკივილები მაქვს, ჭამის დროს და ჭამის შემდეგ არა.რა შეიძლება იყოს მიზეზი და რა გამოკვლევის ჩატარებას მირჩევთ?.მადლობა.
პასუხი
-პირველ რიგში მიმართეთ გასტროენტეროლოგს, გასტროსკოპია და გარკვეული კვლევები დაგჭირდებათ. პროლაქტინთან დაკავშირები კი მიმართეთ ენდოკრინოლოგს. ჰიპერპროლაქტინემიის მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქოლოგიურ და პათოლოგიურ ხასიათის, ჰიპერპროლაქტინემია ნორმალური მდგომარეობაა ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში. სხვა შემთხვევაში კი მისი გამოწვევა ჰიპოთალამუსის და ჰოპოფიზის პათოლოგიებს შეუძლია. პროლაქტინის დონის მომატებას იწვევს ნარკოტიკები , ზოგიერთი მცენარეული მედიკამენტი და მძიმე მეტალები. ჰიპერპროლაქტინემია ასევე შეიძლება იყოს მიზეზი სხვა ორგანოების- ღვიძლის, თირკმლის, საკვერცხეების და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების შედეგი.