რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
მშობიარობიდან გავიდა 7 თვე ციკლი აღმიდგა მეორე ან მესამე თვეს ზუსტად არ მახსოვს. ბავშვი არ მყავს ბუნებრივ კვებაზე. მაქვს მუდმივად არეული ციკლი, ყოველთვის მიცდება, 2-3 კვირით. გავიკეთე პროლაქტინის ანალიზი და წესრიგში მაქვს. მაინტერესებს ბუნებრივია ესეთი არეული რომ მაქვს ? რისი ბრალი იქნება ან რამდენხანში მომიწესრიგდება? ან თუ არსებობს რაიმე რაც მომიწესრიგებს?
პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა პასუხი: ზოგადად, მენსტრუაციული ციკლის დარღვევა არ არის ბუნებრივი და რა თქმა უნდა საჭროა მიზეზის დადგენა. ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჰორმონულ დარღვევებთან, საკვერცხეების დისფუნქციასთან, ენდომეტრიუმის რაიმე პრობლემასთან. ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია გარკვეული დეტალები, კერძოდ თქვენი ასაკი, ექოსკოპიის მონაცემები, ჰორმონული ანალიზები, ობიექტური მონაცეები და ა.შ. ამგვარად, საჭიროა კომპლექსური გამოკვლევა, რაც ეფუძნება თქვენს ობიექტურ მონაცემებს და გასინჯვას.