მოგესალმებით.გადავაწყდი ასეთ პრობლემას. მყავს 2 ბი... | ბავშვის აღზრდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის აღზრდა

კატეგორია - ბავშვის აღზრდა

16-11-2020

მოგესალმებით.გადავაწყდი ასეთ პრობლემას. მყავს 2 ბიჭი: 3 და 1 წლისები. რაც უმცროსმა შეძლო დამოუკიდებლად სხვადასხვა ნივთებთან წვდომა, უფროსის ქცევა რადიკალურად შეიცვალა: თითქოს ეჭვიანობს, უმიზეზოდ ან/და უმცროსის სათამაშოსთან მისვლის ხელშეშლის მიზნით ხელს ჰკრავს, შეუძლია ზედ დააწვეს, ან ფეხს დაადგეს, წაართვას ხელიდან სათამაშო ან თუნდაც იგივე ვაშლი თუ კი იმ წამს მასაც არ უკავია. გააჩმია რა ხასიათზეა, ზოგჯერ ბავშვის სკამ-მაგიდაში არ გვასმევინებს ბავშვს და აღნიშნავს, რომ ეს მისია. ვერ ვიტყვიიმას, რომ მხოლოდ ას ეიქვეა, რადგან თუ 1 საათიც არ უნახავს, ან ახალი გაღვიძებულია უმცროსი, მიდის ეხვევა, კოცნის, თუ ტირის რაიმე სხვა მიზეზით და თვითონ არაა ამ ტირილის გამომწვევი მიზეზი, მაშინ ამბობს "დედა, ნიკო ტირის", იმ მიზნით რომ მივიდე ბავშვთან და დავაწყნარო. ან თუ ავიდა დივანზე, ყურადღებითაა და გატყობინებს, რომ ის შეიძლება გფადმოვარდეს.. უფროსი არ იყო აგრესიული არც სხვა ბავშვების მიმართ, არც უფროსებისა და ცხოველების მიმართ. პირიქით, ძალიან თბილის ბავშვია ზოგადად, მაგრამ ეს ბოლო დროს უმცროსის მიმართ ასეთი აგრესიული მიდგომა, მთელი დღე დაძაბულობას იწვევს, აღარაფერს ვამბობ იმ საფრთხეებზე, რაც ბავშვის ცუდად დაცემას უკავშირდება. შენიშვნას თუ ვაძლევ, ან ვეჩხუბები უმცროსის მიმართ ასეთი საქციელის გამო, ტირილს იწყებს, ზოგჯერ კიდევ უფრო მეტ აგრესიასავლენს.მინდა ასევე ავღნიშნო, რომ არც გარეთ, არც სახლში, არ აძლევს თავის სათამაშოებს არავის. და აქვე ვთქვა, რომ ჩემგან, დედისგან, ისვე როგორც ოახის სხვა წევრებისგა სითბო არ აკლია, ყოველ შემთხვევაში უმცროსს თუ ვეფერეით, იმდენსვე უფროსს.გთხოვთ ნირჩიოთ როგორ მოვიქცე? რადგან ვერც ლაპარაკით, ვერც ახსნით, ევრც ჩხუბით ვერაფერს გავხდი.ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის.პატივისცემით,

პასუხი
- ეს ყველაფერი ეჭვიანობის მიზეზეითაა, აუცილებელია მას დაუთმოთ იმაზე მეტი დრო, რასაც აქამდე უთმობდით, ჩართეთ იგი თავისი ძმის აღზრდის საქმეში, მოეპყარით მას როგორც უფროსს, კითხეთ ჭკუა, როგორ სჯობს რომ ძამიკოს კარგად მოუაროტ და ა.შ.
ამ საკითხებზე უკეთ გარკვევისატს გასეცანით აგრეთვე ნანა კალანდაძის სტატიას ჩვენს ვებ გვერდზე „მომეცი, მინდა, ჩემია!“
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად