რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა, მენსტრუალური ციკლი დამიგვიანდა 2 კვირით და ჯერ კიდევ არ ჩანს, წინა თვეში მქონდა covid19, (რის მერეც არ მქონია) თუ შესაძლებელია გადატანილ დაავადებასთან რაიმე კავშირი ? მანამდე მოწესრიგებული მქონდა ციკლი, არ მქონია სქესობრივი კონტაქტი, შესაბამისად ორსულობა გამორიცხულია. თუ არა რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი? და რისი გაკეთება შემიძლია? ვარ 21 წლის. გმადლობთ.
პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა პასუხი: მენსტრუაციის გადაცდენა შესაძლოა დაკავშირებული იყოს რაიმე ჰორმონულ დისფუნქციასთან, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსული ინფექციით, მაგრამ ამის ერთმნიშვნელოვნად თქმა რთულია. ყოოველ შემთხვევაში რეკომენდებულია ჩატარდესექოსკოპიური გამოკვლევა და დადგინდეს ენდომეტრიუმის სისქე. შემდეგ კი უნდა დაიგეგმოს ჰორმონული ანალიზი, რაც პირველ რიგში მოიცავს PRL, TSH, FSH, LH, E2. ზოგადად, სანერვიულო არაფერია, საჭიროა მხოლოდ გამოკვლევა და მიზეზის დადგენა.